კიმ კარდაშიანი დანგრეულ ქორწინებაზე საჯაროდ ემოციურად საუბრობს

კიმ კარდაშიანი დანგრეულ ქორწინებაზე საჯაროდ ემოციურად საუბრობს

უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ კარდაშიან-ჯენერების ოჯახი სატელევიზიო შოუს – Keeping Up with Kardashians-ს ხურავს და როგორც ჩანს, ბოლო ეპიზოდებისთვის საკმაოდ ემოციურ კონტენტს ინახავდა. რამდენიმე საათის წინ, ბოლო სეზონის ბოლოს წინა ეპიზოდი გავრცელდა, რომელშიც კიმ კარდაშიანი დანგრეული ოჯახის შესახებ ემოციურად საუბრობს.

როგორც სიუჟეტიდან ჩანს, კიმის ემოციური გარდასახვა უბრალო ორცხობილებით დაიწყო, რომლებმაც ის გააღიზიანა და ქლოის სთხოვა, ისინი მალევე გაეტანა ოთახიდან, ვინაიდან წონაში უკვე საგრძნობლად მოიმატა.

ბუნებრივია, ეს გაღიზიანება მისი მენტალური მდგომარეობის გამოძახილი აღმოჩნდა, რასაც შემდგომ განვითარებული დიალოგიც მოწმობს;

“ამის გაგრძელება აღარ შემიძლია. რატომ ვარ ისევ იმ ადგილზე, სადაც ბოლო რამდენიმე წელიაა უიმედოდ გავიჭედე? ის (კანიე) ყოველ წელს იცვლის შტატს, მე კი უბრალოდ ვცდილობთ ერთად გავზარდოთ ბავშვები,” – ამბობს ის დებთან საუბრის დროს.