კაილი ჯენერს TikTok-ზე ბულინგში ადანაშაულებენ

კაილი ჯენერს TikTok-ზე ბულინგში ადანაშაულებენ

კაილი ჯენერი სოციალურ ქსელებში კიდევ ერთხელ გახდა კრიტიკის მსხვერპლი. ამჯერად, საქმე  გოგონას ეხება, რომელიც ჯენერის ყოფილი მეგობარი ბიჭის Tyga-ს 2015 წელს გადაღებულ კლიპში “Ice Cream Man,”-ში მოცეკვავედ შეირჩა.  ვიქტორია ვანამ გადაწყვიტა კაილისა და მის იმდროინდელ მეგობართან – ჯორდინ ვუდსთან შეხვედრა გაეხსენებინა.

როგორც ირკვევა, კაილიმ და მისმა მეგობარმა გოგონას საცეკვაო ილეთებზე სიცილი ვერ შეიკავეს და ის ტირილამდე მიიყვანეს, რის გამოც ვიქტორიამ წლების განმავლობაში ამ ინციდენტზე ხმის ამოღებაც ვერ შეძლო.

როგორც ირკვევა, დაცინვა და ბულინგი გადაღების გარეთაც გაგრძელდა, როცა კაილი მეგობრებთან ერთად თეთრ როლს-როისში მოკალათებული მიჰყვებოდა ქვეით მოცეკვავეს.

შემთხვევის შესახებ კაილიმ საკმაოდ ლაკონური კომენტარი გააკეთა, “ეს არასდროს მომხდარა,” -დაწერა მან სოციალურ ქსელში.