ცნობილია თუ ვის დარჩება პრინცი ფილიპის ქონება

ცნობილია თუ ვის დარჩება პრინცი ფილიპის ქონება

აპრილის თვის დასაწყისში ბრიტანეთის სამეფო ოჯახს პრინცი ფილიპი დაბადებიდან მეასე წლის თავზე გამოაკლდა. დაკრძალვის ცერემონიიდან დღემდე არ წყდებოდა საუბარი იმის შესახებ, თუ ვის დარჩებოდა მისი ქონება, რომელიც 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოიცავს.

როგორც The Sun-ის მიერ მოპოვებული ინფორმაციით ირკვევა, ანდერძის თანახმად, ქონების უმეტესი ნაწილი დედოფალი ელიზაბეტის მფლობელობაში გადავიდა, ვინაიდან ის ფილიპის არაერთ აქტივს მართავდა აქამდეც.

აღსანიშნავია, რომ ქონების გარკვეული ნაწილი პრინცი ფილიპის სამ დამხმარესაც ერგო, ვინაიდან ისინი მისი ცხოვრების უკანასკნელი წლების განმავლობაში მუდმივად გვერდით იყვნენ, ისევე როგორც გარდაცვალების დროს, მათ შორის არის, პრინცი ფილიპის პირადი მდივანი – უილიამ ჰენდერსონი.

რაც შეეხება სამეფო ოჯახის დანარჩენ წევრებს, ირკვევა ისიც, რომ შვილიშვილებს შორის ქონება თანაბრად გადანაწილდება და წილი პრინც ჰარისაც ერგება.