იტალიელმა მხატვარმა, სალვატორე გარაუმ უხილავი ქანდაკება, სახელწოდებით „მე ვარ“ (I am) 15 ათას ევროდ გაყიდა. ამის შესახებ გამოცემა Italy 24 News-ი წერს.
გარაუს განცხადებით, ქანდაკება ნამდვილად არსებობს და ის ენერგიისა, ძალისა და აზრებისგან არის შექმნილი. მისივე თქმით, ქანდაკების დასადგმელად სახლში 1,5 მეტრის ფართობის გამოყოფაა საჭირო.
ქანდაკების ყიდვის დამადასტურებელი საბუთის სახით მყიდველს გადაეცა სერტიფიკატი, რომელიც მისი საკუთრების უფლებას ადასტურებს.
„ქანდაკება აბსოლუტურად უხილავია, ამიტომ მისი გამეორება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნულია სააუქციონო ლოტის აღწერაში.
მე მაქვს 5 კილოგრამიანი ოქროს ზოდისგან ჩამოსხმული ზევსის ქანდაკება, მოოჭვილი ძვირფასი ქვებით. მის დასადგმელად ძალიან პატარა ადგილია საჭირო - მაქსიმუმ, ერთი კვადრატული დეციმეტრი.
მთავარი ის არის, რომ ვერავინ მოგპარავთ, რადგან სრულიად უჩინარია!..
ვყიდი 758.000 ევროდ.
სკეპტიკოსი მყიდველები ნუ გამომეხმაურებიან!