იტალიური მოდის სახლის Gucci-ის ვირტუალური ჩანთა რეალურზე $715 ძვირი აღმოჩნდა. ამის შესახებ Hypebeast წერს.
გამოცემის ცნობით, ვირტუალური მოდელი Dionysus ონლაინ პლატფორმაზე $4 115 გაიყიდა. მყიდველის ვინაობა არ ხმაურდება.
ცნობილია, რომ ანალოგიური ჩანთის ფასი Gucci-ის ბუტიკებში $3 400-ია.