„2003 წელს გიორგაძის და მისი რუსული ფრთის მეშვეობით მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, ასე რომ, დადუმდნენ და ყველამ თავის იგორ გიორგაძეს და რუსულ ფულს მიხედოს“

„2003 წელს გიორგაძის და მისი რუსული ფრთის მეშვეობით მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, ასე რომ, დადუმდნენ და ყველამ თავის იგორ გიორგაძეს და რუსულ ფულს მიხედოს“

ხათუნა ხოფერიას განცხადებით, კობახიძე–მდინარაძე–სააკაშვილი–ბოკერია უნდა გასამართლდეს, რადგან ესენი არიან – ერთ ენაზე მოლაპარაკე საქართველოს მტრები. როგორც საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი for.ge–სთან საუბრისას აცხადებს, აღარ აქვს მნიშვნელობა რა არის სიმართლე და რა აღარ, საზოგადოებაში კობახიძე–მდინარაძის მიმართ ჩაირთო ნეგატივის მრიცხველი და აღარ გაჩერდება სანამ ამათ არ შეიწირავს. მისი თქმით, კობახიძის წინასაარჩევნოდ აპრობირებული მეთოდი – „ნაცი მოდის“ უბრალოდ, მოძველდა. იქმნება ახალი პარტიები და არჩევანის საშუალებაც ჩნდება.

for.ge ხათუნა ხოფერიას ესაუბრა.

„ვინც პირდაპირ და ირიბად ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს ემსახურება და საერთო აქვს, ჩემთვის პირადად მიუღებელია“, – ამბობს მამუკა მდინარაძე. განხილვის მთავარ თემად რჩება ლევან ვასაძის და ალექსადრე დუგინის შეხვედრა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რამდენად სწორი პოლიტიკური სვლა იყო ვასაძის მხრიდან დუგინთან შეხვედრა და რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე ამ შეხვედრამ? ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ დუგინიზმი არის ვასაძის პოლიტიკის ღერძი...

ხათუნა ხოფერია: ცოტა უცნაურია დუგინიზმი ქართულ პოლიტიკაში. ბატონი ვახტანგი ალბათ, კარგად ახსნის რას ნიშნავს დუგინიზმი, თუ შეძლო. შემიძლია გითხრათ, რომ თბილისში „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე ვნახე ლევან ვასაძე, ვისაუბრეთ პოლიტიკურ პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, მაშინ მითხრა, რომ დირექტორთა საბჭოს სხდომა არის ჩანიშნული და მოსკოვში მივდივარო. მითხრა, რომ რაღაცა შეხვერები მექნებაო.

არ უხსენებია რა შეხვედები ექნებოდა?

– ჩვენი საუბრის დროს მან თქვა, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თემებზე შეუძლია დიალოგში ჩართვა და ა.შ. იქიდან რომ ჩამოვალ უფრო გაშლილად ვისაუბრებ ჩემს პოლიტიკურ გეგმებზეო – ეს საუბრი გვქონდა. ვიცოდი, რომ ლევანი აპირებდა მოსკოვში წავსლას, მაგრამ ეს იქნებოდა 26, 27, თუ 25 რიცხვი, ეს ნამდვილად არ მიკითხია. მაგრამ, აჟიოტაჟი ასეთი თემების გარშემო, ყველას მოგვბეზრდა, არ მთავრდება ეს თითიდან გამოწოვილი რაღაცები. ლევან ვასაძე მალავს დუგინთან ურთიერთობას? – არა. ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულია დუგინისა და ვასაძის დიალოგები. ასე რომ, ადამიანები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, მათთვის ვასაძის და დუგინის შეხვედრა არ შეიძლება ყოფილიყო ქვეყნის დაქცევის თემა.

მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ვფიქრობ, რომ დიალოგი უნდა გვქონდეს ყველასთან, მათ შორის მტერთანაც. პიროვნულად არ ვარ ასეთი ადამიანი – დაგკარგე და ხმას არ გაგცემ. მირჩევნია, რომ ადამიანთან ბოლომდე ამოვწურო ყველაფერი, ეს ეხება ოჯახის წევრსაც, მეზობელსაც, მეგობარსაც და მით უმეტეს პოლიტიკოსს, რომელსაც შეუძლია რაღაცა ცვლილება შეიტანოს ამ ამყაყებულ პოლიტიკაში, რომელშიც დღეს აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა – საქართველო. ამიტომ, ჩემთვის ძალიან ნორმალური იყო ეს შეხვედრა. იქნებ ამ ადამიანმა რაღაცა ახალი წამოიღოს იქიდან.

რას ელოდებით, რა შეიძლება წამოიღოს?

– საქართველოს პოლიტიკურ ველს რომ გადახედავ, ყველა ნიშა თავისუფალია. ერთადერთი ნიშა, რომელიც გადაძეძგილია და ყველა იქ ეტენება, ეს არის ლიბერალების, ნეოკოსერვატორების და ნეოლიბერალების მიერ დაკავებული, მარტო ევროპაზე და ამერიკაზე ორიენტირებული მათხოვრად ქცეული პოლიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ 353 მილიონი ჩამოვა საქართველოში, ამიტომ დაწექით ახლა სუყველა და გაიშიშვლეთ უკანალები. აი, ასეთი დამოკიდებულება არის.

ამ უკანალმოშიშვლებულებთან არის იგივე შარლ მიშელი, კრისტიან დენიელსონი, რომლებიც პოლიტიკურ ქულებს იწერენ საქართველოზე, უხეშად ეხებიან ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომლებმაც ფეხქვეშ გათელეს ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია, თავზე დაგვასვეს რურუა და მელია – აი, ეს ნიშა არის მხოლოდ დაკავებული. დანარჩენი ნიშა, რასაც ჰქვია კონსერვატული პლატფორმა, ნეიტრალური – არის თავისუფალი.

როგორ ფიქრობთ, რომელი ნიშას დაიკავებს ლევან ვასაძე?

– მე, ვფიქრობ, რომ ეს, ალბათ, იქნება კონსერვატულ–ტრადიციონალისტური მიმართულება, რომელიც მთლიანად საქართველოს ინტერესებზე იქნება აგებული და ამის გამო, რა თქმა უნდა, ეცდებიან, რომ გასვარონ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რომელ ნიშას დაიკავებს გიორგი გახარია და საბოლოო ჯამში როგორ გაიშლება სურათი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი იყო რიონის ხეობის მცველების აქცია თბილისში.

რომელთა მარგინალიზაცია მიმდინარეობს...

– ყველას მარგინალიზაცია ხდება. დაუკვირდით, ნაციონალების და „ოცნების“ აქტივისტები ერთ პლატფორმაზე არიან. მე მგონია, რომ ერთი „მესიჯბოქსი“ აქვთ – რა უნდა თქვან ვასაძეზე, როგორი ნაგავი უნდა შეაყარონ გახარიას, როგორ უნდა გათხვარონ და მიაყენონ შეურაცხყოფა ვარლამ გოლეთიანს და რიონის მცველებს. ხვდებით რაზე იმოქმედეს?! - პროვინციალები, სოფლებები, მიდი ბიჭო, ვის უბედავ, თბილისში შენი ადგილი არ არის. დღეს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი „მესიჯბოქსი“ აქვს. საუბრობენ ერთ ენაზე და მათი ინტერესები არის ერთი და იგივე, ოღონდ ეს არ დაწყებულა დღეს.

ამის მიზანი არის ის, რომ სხვა პოლიტიკური მოთამაშე არ შემოუშვან? მარგინალიზაციის მიუხედავად, ვასაძე და გახარია შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე...

– ერთიანი „მესიჯბოქსები“, ერთ ენაზე საუბარი, ერთი ინტერესები, საერთო მტრის გაჩენა – დაიწყო 2020 წლის არჩევნების წინ, როდესაც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის მოხდა შეთანხმება.

რა შეთანხმებაზე საუბრობთ?

– შეთანხმების პუნქები იყო ასეთი: უნდა გადაენაწილებინათ – პირველ ადგილზე „ქართული ოცნება“, მეორე ადგილზე „ნაციონალური მოძრაობა“. პოლიტიკიდან უნდა ჩამოეცილებინათ პერსონალურად გიგა ბოკერია და ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. მაქსიმალურად მშრალზე უნდა დაეტოვებინათ პრორუსული პოლიტიკური ძალები. ასეთი იმ დროს იყო მხოლოდ ირმა ინაშვილი, რომელიც მართლა გააცამტვერეს. ეს იყო მათი დანაპირები.

დანაპირები ნომერი ორი – თუ, ეს ყველაფერი შესრულდებოდა, პოლიტიკიდან უნდა წასულიყო ბიძინა ივანიშვილი და ნაციონალები დებდნენ გარანტიას, რომ ქართული პოლიტიკიდან წავიდოდა სააკაშვილი. პრაქტიკულად მოხდა ამ ყველაფრის ბუკვალური შესრულება, ერთადერთი რაც ვერ გააკონტროლეს, ეს იყო მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უბრალოდ უარი თქვა ამ ყველაფერზე. საბოლოო ჯამში დადგნენ ფაქტის წინაშე, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიაში არიან გუბაზ სანიკიძე, ნატო ჩხაიძე, სრულიად გაურკვეველი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად მიშას თანამებრძოლები არ ყოფილან, ესენი უნდა გამხდარიყვნენ დეპუტატები და უნდა შესულიყვნენ პარლამენტში.

სააკაშვილს პირდებოდნენ, რომ ყველაფერს შეუსრულებდნენ და გაუკეთებედნენ, მაგრამ ნურას უკაცრავად, იმან ეს ყველაფერი არ ჭამა. პრაქტიკულად, ჩაშალა მოლაპარაკება. ამას მოჰყვა ზეწოლა მიშელ–დენიელსონებისგან, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ პროცესში და ძახილი იმისა, რომ უნდა განიმუხტოს პოლიტიკური სიტუაცია, რომ საქართველოში არის პოლიტიკური კრიზისი. შეუძლია ვინმემ მითხრას რა პოლიტიკური კრიზისი იყო საქართველოში? ხელოვნურად გახდა დასაჭერი მელია და მერე გამოსაშვები.

ანუ, პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად ფონი სჭირდებოდათ?

– რა თქმა უნდა და ეს ფონი შექმნა ორივემ ერთად – ირაკლი კობახიძის ფრთამ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამით ისარგებლებს ჭკუის დამრიგებელმა, ჩვენმა ევროპელმა „მეგობრებმა“. კობახიძესთან და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებთან შეთანხმებით უთხრეს, რომ პირობა გაქვთ დადებული და ახლა სასწრაფო წესით გაკეთდეს ეს ხელშეკრულება, რადგან კრიზისი გაქვთ ქვეყანაში, ინგრევა ქვეყანაო, არადა უმრავლესობა ჰყავს „ქართულ ოცნებას“.

რაში ჭირდებოდა იქ საერთოდ ვინმე? ბიუჯეტს ვერ დაამტკიცებდა, ცვლილებებს ვერ შეიტანდა კანონებში, თუ რა? კოლაფსი იყო? არაფერი არ იყო. ხელოვნურად შექმეს კრიზისი. ბიძინა ივანიშვილი გაუშვეს სახლში და თან მიაყოლეს ყველა, თუ ვინმე მისი მხარდამჭერი იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში კრიზისი მაინც ვერ მოხსნეს. კრიზისი დღემდე არ არის მოხსნილი და იცით რატომ? იმიტომ, რომ სააკაშვილს ვერ უთანხმდებიან. სააკაშვილი ითხოვს სრულ რეაბილიტაციას, რასაც ესენი უბრალოდ ვერ უკეთებენ. მელიას და რურუას გამოშვება ეს ხომ არის დუღილი. აი, მაჭარი, რომ დუღს და როდის გახეთქავს იმ ბოცას არავინ იცის, ისე დუღს ახლა ნებისმიერ ქართველში რურუას და მელიას გამოშვების თემა. აი, მიშას გამოშვების თემა რომ იქნება, მერე ვნახოთ.

შესაძლებელია, რომ ივანიშვილის გარეშე დარჩენილი „ოცნება“ მივიდეს ამ გადაწყვეტილებამდე?

– 9 წელია მიშას არ გახსენებია სტრასბურგის სასამართლო, მაგრამ როგორც კი ჩიხში შევიდა მოლაპარაკებების თემა, დააყენა თავისი საკითხი და შექმნა რეალური პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, სტრასბურგში შევიდა სარჩელი – „სააკაშვილი საქართველოს“ წინააღმდეგ. სტრასბურგის სასამართლო რომ დააკმაყოფილებს, ან თუნდაც შუალედურ გადაწყვეტილებას მიიღებს, როგორ გგონიათ, აი, ეს წაკუზული კობახიძე და მდინარაძის გუნდი შეძლებს გაუძლონ ამ ზეწოლას?! რას გააკეთებენ ისინი?!

სად ხედავთ გამოსავალს?

– ამერიკელებმა, ჟვანიას მკვლელობის საქმეზე წაიღეს ყველა საექსპერტო მასალები, იქიდან მოვიდა დასკვნა, რომ ეს ადამიანი CO–თი ვერ მოკვდებოდაო. კედელთან მიაყენეს მიშა, თავზე რომ დაემხო ყველაფერი. ამიტომ მიშა გადავიდა ტოტალიტარულ მმართველობაზე, გადავიდა სრულ ტირანიაზე, რომ შეენარჩუნებინა ხელისუფლება და თანამდებობა.

ანალოგიურად არიან ესენი, რაღაცა უნდა გააკეთონ, ამიტომ უნდა მოსპონ გარშემო ყველა თუკი ვინმე შეიძლება ხმის ამომღები იყოს, თუკი ვინმე აზროვნებს, თუკი ვინმეს პოლიტიკაში სიტყვა ეთქმის და რაღაც კავშირები და წონა აქვს ამ ქვეყანაში, გადაუვლიან და მოსპობენ სუყველას. აი, ეს არის ამ ერთიანი მესიჯბოქსის, ამ ერთიან ენაზე ალაპარაკებული „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი, რომლის წინაშე ვდგევართ.

ახლა ჩვენზე, იმ ადამიანებზეა ყველაფერი დამოკიდებული, ვინც პარტიებში არ ვართ და ვისაც ასე თუ ისე გვიჯერებენ. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გამოჩნდნენ ახალი პოლიტიკური ძალები. ამ დამყაყებულ ორ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ღუპავს საქართველოს, რომელმაც უკვე დაკარგა სუვერენიტეტი არ უნდა მივცეთ იმ ადამიანების განადგურების უფლება, რომლებიც მოსწონთ და ასე თუ ისე უსმენენ.

მოსახლეობას შესთავაზეთ სლოგანი – „ქართული პოლიტიკა სააკაშვილი–ბოკერია–კობახიძე–მდინარაძეს გარეშე“, რას გულისხმობთ?

– კობახიძემ ერთხელ თავის თავს მისცა იმის უფლება, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ და ირმა ინაშვილს, რომელიც ვიცე–სპიკერი იყო, გოიმები უწოდა, ეგენი გოიმები არიანო. ეს ადამიანი ყველაფრის მკადრებელია. ახლაც, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით ეს აგრესია, რაც მოდის, ეს ხომ მისი მხარდამჭერებისგან მოდის, ეს ხომ ის ადამიანები არიან, რომლებსაც არაფრად უღირთ ადამიანს მიაყენონ შეურაცხყოფა. კობახიძე არის დამნაშავე საქართველოს დღევანდელობის წინაშე. კობახიძის დამსახურებით და მისი უშუალო ჩარევით მოხდა გავრილოვის ღამე. დიახ, მან, ჩუგოშვილთან და ხოშტარისთან ერთად დაგეგმა გავრილოვის ღამე.

რას გულისხმობთ?

– კობახიძეს პირადად უნდა მოეწერა ხელი, ვინ სად უნდა ყოფილიყო იმ დარბაზში და ვის ჰქონდა შესვლის უფლება. თუ კობახიძემ წინასწარ ვერ განსაზღვრა, რომ გავრილოვი საქართველოს პარლამენტში სხდომათა დარბაზში არ უნდა შესულიყო, ის ან დეგენერატია, ან საქართველოს მტერია. მესამე ვარიანტი არ ასებობს ამ სიტუაციაში. თავიდან ბოლომდე იყო კობახიძის დამსახურება, რომელიც საბოლოო ჯამში მთლიად შეტენა გახარიას. კობახიძის დამსახურება იყო, რომ პროპორციული არჩევნები ჩავარდა, რასაც ისევ ხალხის ქუჩაში გამოსვლა და არეულობა მოჰყვა. ესეც მისი დამსახურება იყო. საერთოდ არ უნდა დაეყენებინა ეს საკითხი კენჭისყრაზე, რადგან იცოდა, რომ საკითხი ჩავარდებოდა.

მესამე – უშუალოდ კობახიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, რომლის შედეგი იყო გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვება ციხიდან. მკვლელი რურუას და დამნაშვე, კრიმინალი მელიას გამოშვება. კობახიძემ თავისი მოლაპარაკებების შედეგად საქართველოში შექმნა პოლიტპატიმრები.

შენ, როცა შენს ქვეყანაში ციხიდან უშვებ დამნაშავეებს და მათ მთელი ევროპა არქმევს პოლიტპატიმარს, ეს იმას ნიშნავს, რომ შენ ქვეყანაში გაქვს პოლიტიკური კრიზისი. ხვდებით კობახიძის როლს დღევანდელი საქართველოს მდგომარეობაში? საქართველოში სასამართლო სისტემა უცხოელებმა უნდა დააკომპლექტონ, ამერიკის ელჩი პირადად ერევა მესამე ხელისუფლების დაკომპლექტებაში, ხვდებით, რომ სახელმწიფო არ ვართ?! რა დამოუკიდებლობა, რა თავისუფლება, სად არის დამოუკიდებელი სასამართლო!

დეგნანი რომ სასამართლოს დაგიკომპლექტებს, ხოლო მიშელი ცესკოს – ეს არის დამოუკიდებლობა?! კობახიძე–მდინარაძის ჯგუფმა საქართველო შეიყვანა ჩიხში, საქართველოს დააკარგინა დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მათ უნდა აგონ პასუხი, ისევე როგორც სააკაშვილმა და მისმა ჯგუფმა, რომ საქართველო თავიანთი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებით მიიყვანეს ამ მდგომარეობამდე. ეს არის ორი დამნაშავე სუბიექტი, რომლებმაც იციან, რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, ყველა ვარიანტში მოუწევთ პასუხისმგებლობა და ამიტომ გაერთიანდნენ.

სწორედ ამიტომ გამწარებული იბრძვიან გახარიას, ვასაძის, გოლეთიანის და იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვისაც უნდა, რომ საქართველოზე იზრუნონ, ვინც ამბობს, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ქართული პოლიტიკა. თუ საქართველოში მოხდება ლიბერალიზმის გაძლიერება და დარჩენა, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აღარ იქნება. ამიტომ, მე ვიქნები ყველა იმ პოლიტიკურ ძალასთან, რომელიც იბრძოლებს აი ამ საშინელი იდეოლოგიის წინააღმდეგ, ისევე როგორც იბრძვის ნახევარი ევროპა და ნახევარზე მეტი ამერიკა.

ანუ, თქვენ ამბობთ, რომ დღეს კობახიძე და მდინარაძე იმ ინტერესს ატარებენ, რაც აქვს სააკაშვილს და მის გუნდს?

– იდეოლოგიურად ერთი არიან. ერთი და იგივე საერთაშორისო მფარველები ჰყავთ. ერთი და იგივე სამეფო კარის თამაშებს თამაშობენ. რამაც მიგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენ პრაქტიკულად გვაქვს კოალიციური პარლამენტი, ძალიან ცოტა ხანში გვექნება კოალიციური მთავრობა. ახლა ერთადერთი რაც აქვთ დასარეგულირებელი, ეს არის სააკაშვილის თემა, რომელსაც ვერ არეგულირებენ. წარმოიდგინეთ, ვინ უნდა უთხრას სააკაშვილს, რომ გავიდეს პოლიტიკიდან, როცა სააკაშვილის ხმებით არიან მოსული. რა მხარდაჭერა აქვს მელია, რომელი პოლიტიკური ლიდერი მყავს, ან ნებისმიერი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ეს არის სააკაშვილის ხმები და მიშა ამ ხმებს არავის არ მისცმეს.

ამის ფონზე რამდენად გაუჭირდებათ გახარიას და ვასაძეს პოლიტიკაში დამკვირდება, რადგან ორივეს რუსულ პროექტად განიხილავენ?

– რუსეთზე საუბარი ძალიან შორიდან არის დასაწყები. შეგიძლიათ ამოიღოთ 2003 წელს გარდაბანში მომხდარი დაპირისპირება, როდესაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუწიეს წინააღმდეგობა. იქ მიშას და მის პარტიას ყავდა დაცვა, რომელიც კადრებში კარგად ჩანან. გაშიფრონ ეს კადრები და ნახონ ვინ არიან ის ბიჭები, ვინც მაშინ მიშას დაცვაში იყვნენ. ასევე, ამოღიონ ის მანქანა, რომელითაც 2003 წელს გადაადგილდებოდა მეხეილ სააკაშვილი და ნახონ ვის მფლობელობაში იყო ეს მანქანა. ის ბიჭებიც და მანქანაც იყო იგორ გიორგაძის. 2003 წელს გიორგაძის და მისი რუსული ფრთის მეშვეობით მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში.

ასე რომ, დადუმდნენ და ყველამ თავის იგორ გიორგაძეს და რუსულ ფულს მიხედოს. რაც შეეხება კობახიძეს – დედამისიდან დაწყებული სოროსის ფულებს მიხედოს. მამამისის ბურჯანაძესთან ყოფნის და რუსეთში ვოიაჟების მერე, ნურავინ ნურავიზე ნუ საუბრობს. ტყუილად ნუ ურეცხავენ ტვინს ქართველ ხალხს, როგორმე ჩამოვყალიბდებით და როგორმე გადავწყვიტავთ ვის უნდა დავუდგეთ გვერდში. ოღონდ ეს ოთხი – კობახიძე–მდინარაძე–სააკაშვილი–ბოკერია უნდა გასამართლდეს. ესენი არიან – ერთ ენაზე მოლაპარაკე ოთხი საქართველოს მტერი.

აღარ აქვს მნიშვნელობა რა არის სიმართლე და რა აღარ, საზოგადოებაში კობახიძე –მდინარაძის მიმართ ჩაირთო ნეგატივის მრიცხველი და აღარ გაჩერდება სანამ ამათ არ შეიწირავს. მათ მიმართ პოზიტივი თითქმის არ ჩანს. იმ მოარული ამბის ფონზე, რომ 2020 წლის არჩევნებში მოხდა გარიგება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის, რომელიც კობახიძის ბოლო განცხადებამ, ადგილობრივ არჩევნებში ნაციონალების მეორე ადგილზე გასვლის შესახებ, სრულიად დაადასტურა, ასეთი მძიმე ბრალდებებიც უაპელაციოდ ხდება მისაღები.

კობახიძის წინასაარჩევნოდ აპრობირებული მეთოდი – „ნაცი მოდის!“ – უბრალოდ, მოძველდა. აღარც ბიძინაა, რომ ზუკუტურით ათრიოს ეს პოლიტიკური გვამები და აღარც ხალხს აქვს ერთადერთი ალტერნატივა „ოცნების“ სახით. იქმნება ახალი პარტიები და არჩევანის საშუალებაც ჩნდება. ქართული პოლიტიკა სააკაშვილ–ბოკერია–კობახიძე–მდინარაძის გარეშე! – ესაა დღეს მთავარი სლოგანი.

Temo "ის ბიჭებიც და მანქანაც იყო იგორ გიორგაძის. 2003 წელს გიორგაძის და მისი რუსული ფრთის მეშვეობით მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში." იმ სააკაშვილს არ შეყევით "რუსული ფრთის მეშვეობით" მოსულ სააკაშვილს ხელისუფლებაში შენც და შენი ძმაკაცი ჟვანია?! თუ არ იცოდა ჟვანიამ ვისი მანქანით დადიოდა სააკაშვილი?! ახლა რომ იშვერ თითს სააკაშვილისკენ - რუსეთის პროექტიაო, ორივენი თქვენ, მაშინდელი ხელისუფლებაც მიშას და ზურას თამადობით და დღევანდელი ოპოზიციაც ისევ მიშას თამადობით და შენი ნაქები ვასაძეც შენიანად, რუსეთის სპეცსამსახურების პროექტები ხართ!!!
2 წლის უკან
romani საკვანძო სიტყვები: სააკაშვილი, ივანიშვილი. ორივე, სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ერთნაირად მკვიდრათ დამოკიდებული კოლექტიურ დასავლეთზე. მათი გუნდის წევრების აზრს მნიშვნელობა არა აქვს. ამიტომაც იძულებული არიან ითამაშონ ერთი თამაში, სხვადასვა მეთოდებით. რუსეთთან ურთიერთობა ამ პერიმეტრიდან გასვლას ნიშნავს, რისიც ორივეს ეშინიათ. ამიტომაც, გვესმის მდინარაძისგან მდარე, ყავლგასული, მოარული კომენტარი. სხვა რამეს, უბრალოდ, ვერ იტყვის. გაჩუმდეს? არც ეს შეუძლია. ასე რომ, ყველა მხარე ცუგცვანგშია. პარალელურად, მსოფლიო მოკლე დროში რადიკალურად შეიცვალა, რასაც, იგივე კოლექტიური დასავლეთი ადექვატურად ვერ აღიქვამს. ისიც დიდ გაუგებრობაში და გაურკვევლობაშია. რუსეთის აღზევების პროცესიც სწრაფად მიმდინარეობს. არის თუ არა ეს ყველაფერი გასათვალისწინებელი. რა თქმა უნდა არის. მე მახარებს, რომ საქართველოში არის ამ ახალ რეალიებზე რეაგირების მცდელობა, იგივე, პოლიტიკური ველის გაფართოების გზით.
2 წლის უკან
romani ვასაძე, ვისი პროექტიც არ უნდა იყოს, ვფიქრობ, უნდა მიეცეს საშუალება თავისი შესაძლებლობა გამოიყენოს არსებული ჩიხური ვითარების ოდნავ მაინც შესაცვლელად. ჩვენ, მართლაც, რომ ჩვენი "ჯაჭვების გარდა დასაკარგი არაფერი გვაქვს".
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli მე მხარს დავუჭერ ბატონ ვასაძეს, თუ დამიყენებს გვერდშიც დავუდგები, არა და მაინც დავეხმარები! სადაც ვარ იქ დიდი ავტორიტეტი მაქვს, ვისაც მხარს დავუჭერ ის გაიმარჯვებს! მთავარია 18 დან 35 წლამდე ახალგაზრდები არ გააქტიურდნენ!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli უნდა ვთქვა სიმართლე, დღეს საქართველო ტექნოლოგიურად მაჩანცალა ქვეყანა რომ არის ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის გარდაცვლილ (დაღუპულ) პრემიერ ჟვანიას! ის სტუდენტობის წლებიდანვე მრავალ ანტისახელმწიფოებრივ წამოწყებას ედგა ჯერ მხარში, მერე წარმართავდა!
2 წლის უკან