27 მაისს, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ბიოლოგიური შვილი – შაილო 15 წლის გახდა. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახი პირადი ცხოვრების აფიშირებას ყოველთვის ერიდება, უცნობია თუ როგორ აღნიშნა პატარა ვარსკვლავმა დაბადების დღე, სწორედ ამიტომ გთავაზობთ ხუთ არანაკლებ საინტერესო ფაქტს მის შესახებ:
შაილო ადრეული ასაკიდანვე გახდა ლგბტ ჯგუფის ერთ-ერთი საყვარელი ფიგურა, რადგან ჯერ კიდევ სამი წლის ასაკში, მან მშობლებს განუცხადა, რომ ბიჭად ყოფნა სურს და უმჯობესი იქნება თუ ჯონით მიმართავენ.
ყველას ჰგონია, რომ შაილო აშშ-ში დაიბადა, სინამდვილეში კი, ის ნამიბიაში მოევლინა ქვეყნიერებას.
მან უკვე რამდენიმე რეკორდი მოხსნა: შაილოს პირველი ფოტოები პრესაში რეკორდულ თანხად – 10 მილიონ დოლარად გაიყიდა და ეს თანხა მისმა მშობლებმა საქველმოქმედო საქმიანობას მოახმარეს.. 2006 წელს კი, შაილო ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავი გახდა, რომლის ცვილის ქანდაკებაც მადამ ტიუსოს მუზეუმში გამოიფინა.
სახელს “შაილოს” სევდიანი ისტორია აქვს, როგორც ანჯელინა აღნიშნავს, სწორედ ამ სახელის დარქმევა სურდათ მის მშობლებს პირველი შვილისთვის, რომელიც სამწუხაროდ ქვეყნიერებას ვერ მოევლინა.
შაილოს კინოინდუსტრიაშიც აქვს გამოცდილება და მისი სახელი შესაძლოა უკვე შეგინიშნავთ “კუნგ ფუ პანდას ტიტრებშიც,” სადაც და-ძმასთან ერთად ცხოველებს ახმოვანებდა.