მუსიკალური სამყაროსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება iHeartRadio Music Awards-ის 2021 წლის დაჯილდოება გაიმართა, რომელსაც არაერთი ცნობილი ადამიანი დაესწრო.
წითელ ხალიჩაზე გლობალურ პოპვარსკვლავებთან ერთად მაყურებელმა 35 წლის ამერიკელი მსახიობი და მოდელი მეგან ფოქსიც იხილა, რომელიც ღონისძიებაზე ქართველი დიზაინერების დები მაჭარაშვილების სამოსითა და ფეხსაცმელებით წარსდგა.
MACH & MACH არის ქართული ბრენდი, რომელიც მომხმარებელს საქორწილო კაბების, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მრავალფეროვან კოლექციებს სთავაზობს. MACH & MACH 2012 წელს საქართველოში შეიქმნა, თუმცა მათი სამოსი დღეს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.