სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS-მა რამდენიმე რეკორდი დაამყარა

სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS-მა რამდენიმე რეკორდი დაამყარა

სამხრეთკორეულმა ჯგუფმა BTS-მა ერთდროულად რამდენიმე ახალი რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ ინფორმაცია „გინესის რეკორდების“ ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

ახალმა მიღწევებმა, ჯგუფს მისცა შესაძლებლობა სიმღერაზე Butter ვიდეორგოლი გადაეღო, რომელიც ერთდროულად YouTube-ზე 3,9 მილიონმა ადამიანმა ნახა.

ამასთან ვიდეორგოლი YouTube-ზე ყველაზე ყურებადი მუსიკალური ვიდეო გახდა. პრემიერიდან რამდენიმე დღეში ვიდეომ 108 მილიონი ჩვენება დააგროვა.

ასევე სინგლი Spotify 11,042-მა მილიონმა ადამიანმა მოისმინა. ამ მონაცემებით ჯგუფმა ედ შირანისა და ჯასტინ ბიბერის I don't care-ს გადაუსწრო. ამასთან 2021 წლის 27 აპრილს, BTS-ის მუსიკის ტრანსლირებამ Spotify-ზე 16,3 მილიარდი შეადგინა. რაც კიდევ ერთი რეკორდია.

2020 წელს გამოცემა Time-მა სამხრეთკორეული ჯგუფის წევრები წლის საუკეთესო მუსიკოსებად დაასახელა.