ნანუკა ჟორჟოლიანი თოჯინად "იქცა" - ტელეწამყვანის სათამაშო ორეული თბილისში ერთ-ერთი სუპერმარკეტის ქსელში იყიდება და მისი ფასი 69.50 ლარია.
ცნობილი ადმიანების ასლი თოჯინების შექმნა მსოფლიოში გავრცელებული ტენდენციაა. საკუთარი თოჯინა ორეულები ჰყავთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ანჯელინა ჯოლი, ჯენიფერ ენისტონი, ჯონი დეპი. ბრიტანეთში იყიდება პრინცი უილიამის და ქეით მიდლტონის თოჯინებიც.
სათამაშო ორეულის შექმნის პრეცენდენტი საქართველოში დღემდე არ ყოფილა. ნანუკა ჟორჟოლიანის თოჯინა პირველია, რომელიც ქართულ ბაზარზე გამოჩნდა.