ორსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მუზეუმს, ლუვრს ქალი პრეზიდენტი პირველად ეყოლება. ახალი პრეზიდენტი — ლორენს დე კარი ამჟამად პარიზში ორსეის მუზეუმს ხელმძღვანელობს. 54 წლის ლორენსს განათლება ხელოვნების ისტორიის მიმართულებით აქვს მიღებული.
ლუვრი მსოფლიოში უდიდესი მუზეუმია, რომელიც წელიწადში დაახლოებით $300 მილიონამდე ბიუჯეტსა და 2 000-მდე დასაქმებულს ითვლის. ლორენს დე კარი განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდება, რადგან პანდემიამ გავლენა ლუვრის ყოველდღიურობაზეც იქონია. პანდემიამდე მუზეუმი წელიწადში დაახლოებით 10 მილიონამდე მნახველს იღებდა.
ახალი პრეზიდენტის მთავარი ამოცანები სამუზეუმო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართვა და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის გამყარება იქნება. ახალი პრეზიდენტი ლუვრის ხელმძღვანელობას 1-ლი სექტემბრიდან გადაიბარებს.