ლინდსი ლოჰანი სამსახიობო კარიერას აგრძელებს და Netflix-ის ახალ ფილმში ითამაშებს.
ნეტფლიქსი აცხადებს, რომ მსახიობი და მომღერალი ახალ რომანტიკულ კომედიაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ის მდიდარი, "გატუტუცებული" გოგოს როლს შეასრულებს, რომელსაც სათხილამურო ინციდენტის შემდეგ ამნეზია დაემართება. ამის შემდეგაც ის ახალგაზრდა კაცს და მის შვილს გაიცნობს.
ჯერ კიდევ უცნობია, ვინ განასახიერებს დანარჩენ პერსონაჟებს. ფილმის რეჟისორი კი ჯეინ დამიანე იქნება, რომელმაც სახელი საახალწლო სატელევიზიო ფილმების გადაღებით გაითქვა.
ლინდსი ლოჰანი კინოკარიერას სხვადასხვა მიზეზების გამო ჩამოშორებული იყო. ბოლო პერიოდში ის მონაწილეობდა ფილმებში, როგორიცაა თრილერი Among the Shadows და ბრიტანული სერიალი Sick Note. 2019 წელს ის იყო ვარსკვლავი MTV შოუს Lindsay Lohan's Beach Club. მსახიობმა 2020 წელს ახალი მუსიკალური კომპოზიციაც შემოგვთავაზა სახელწოდებით Back to me.