კომპოზიცია „Hysteria” საუკეთესოა

კომპოზიცია „Hysteria” საუკეთესოა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა მუსიკალურმა გამოცემამ „NME” საინტერესო გამოკითხვა ჩაატარა.

ჟურნალის ერთგულ მკითხველებს უნდა დაესახელებინათ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ბას-გიტარის პარტიები.

ამ ჩამონათვალში 25 კომპოზიციის ფრაგმენტი შევიდა.

პირველი ადგილი ჯგუფი “Muse”-ს კომპოზიციას “Hysteria” ერგო.

მეორე საფეხურზე კანადური ტრიო “Rush”-ის კომპოზიცია “YYZ” გავიდა.

მომდევნო პოზიცია ლეგენდარულ ჯგუფ “Queen”-ს ერგო. “Another One BItes The Dust” მესამე იყო.

საუკეთესო ბას-გიტარის პარტიების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

1. Hysteria (Muse)

2. YYZ (Rush)

3. Another One Bites The Dust (Queen)

4. Under Pressure (Queen)

5. Money (Pink Floyd)

6. Orion (Metallica)

7. Billie Jean (მაიკლ ჯექსონი)

8. Roundabout (Yes)

9. My Ceneration (The Who)

10. Schism (Tool)