ნიუ-იორკში ახალი პარკი მდინარეზე გააშენეს

ნიუ-იორკში ახალი პარკი მდინარეზე გააშენეს

ნიუ-იორკში, მდინარე ჰუდსონზე ახალი საჯარო პარკი Little Island („პატარა კუნძული“) გაიხსნა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, მდინარეზე პარკის გაშენების ინიციატორი მილიარდერი ბარი დილერია, რომელმაც პროექტი 260 მილიონი დოლარით დააფინანსა. პარკი ბეტონის ბოძებით არის აშენებული. მისი ფართობი 1.1 ჰექტარია. პარკში მოხვედრას მსურველების საფეხმავლო ბილიკით შეძლებენ.