კეიტ მიდლტონმა პრინცესა დიანას ჩაცმულობა გაიმეორა

კეიტ მიდლტონმა პრინცესა დიანას ჩაცმულობა გაიმეორა

კემბრიჯის ჰერცოგინიამ, კეიტ მიდლტონმა პრინცესა დიანას ჩაცმულობა გაიმეორა. ამის შესახებ გამოცემა Page Six-ი წერს.

39 წლის კეიტ მიდლტონის ფოტოები შოტლანდიის ქალაქ ედინბურგში, ერთ-ერთ ღონისძიებაზეა გადაღებული. კეიტ მიდლტონი და პრინც უილიამი შოტლანდიაში ოთხდღიანი სამეფო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდნენ. კეიტს Zara-ს გრძელი სტილის პიჯაკი (90 დოლარი) და ბრიტანული ბრენდის, Hope-ის ქვედაბოლო (135 დოლარი) ეცვა.

ბრიტანელი ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ანალოგიური კოსტუმი კეიტის დედამთილს, პრინცესა დიანას 1992 წელს ქალაქ ნოტინგემში ეცვა.