ევროვიზიის გამარჯვებულის მიერ ნარკოტიკების მოხმარება არ დადასტურდა

ევროვიზიის გამარჯვებულის მიერ ნარკოტიკების მოხმარება არ დადასტურდა

ევროვიზიის გამარჯვებული იტალიური ჯგუფის Maneskin-ის ვოკალისტს ნარკოტიკების მოხმარებაში ბრალდება მოეხსნა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დამიანო დავიდის ტესტი ნარკოტიკებზე უარყოფითი აღმოჩნდა. ამასთან, გამოძიება ევროვიზიის ორგანიზატორმა - ევროპის მაუწყებელთა კავშირმა (EBU) ჩაატარა.

„მწვანე ოთახში“ ნარკოტიკების მოხმარებას ადგილი არ ჰქონია. საკითხს დახურულად მივიჩნევთ“, - ნათქვამია EBU-ს განცხადებაში.

ბრალდებების მიზეზი კონკურსის შედეგების გამოცხადების დროს დაფიქსირებული კადრები გახდა, რა დროსაც დამიანო დავიდი მაგიდასთან დაიხარა. სოციალურ ქსელში გაჟღერდა სპეკულაციები იმის შესახებ, რომ მომღერალი პირდაპირ ეთერში კოკაინს მოიხმარდა.

ფინალის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დავიდმა ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ის და მისი ჯგუფი ნარკოტიკების წინააღმდეგები არიან. მან ასევე განმარტა, რა მოხდა ინციდენტის დროს.

„ტომასმა (Maneskin-ის გიტარისტი) ჭიქა გატეხა, მე კი ნამსხვრევები ავალაგე“, - განაცხადა მან.

Maneskin-ის გამარჯვება პირველი გახდა იტალიისთვის 1990 წლის შემდეგ. ჯგუფის სიმღერამ Zitti e Buoni 524 ქულა მიიღო.