ნიუ-ჰემფშირის შტატის ქალაქ გილფორდის პოლიციის დეპარტამენტმა მომღერალ მერილინ მენსონის დაპატიმრების ორდერი გასცა.
მუსიკოსს ვიდეოოპერატორზე თავდასხმაში ადანაშაულებენ, რომელიც 2019 წელს, გილფორდში მუსიკოსის კონცერტს იღებდა. პოლიციაში აღნიშნეს, რომ მენსონს და მის ადვოკატებს ბრალდებების შესახებ შეატყობინეს, თუმცა მათ რაიმე განმარტების გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალეს.
მენსონს ერთ წლამდე პატიმრობა ან 2 ათასამდე დოლარის ოდენობის ჯარიმა ემუქრება.
პოლიციაში ასევე განმარტეს, რომ ორდერი მომღერლის მიმართ სექსუალურ ძალადობაში გაჟღერებულ ბრალდებებს არ უკავშირდება.
1-ელ თებერვალს ევან რეიჩელ ვუდმა, რომელიც მენსონს 2000-იან წლებში ხვდებოდა, მუსიკოსი ძალადობაში დაადანაშაულა. შემდეგ ანალოგიური განცხადებები კიდევ ოთხმა ქალმა გააკეთა: სარა მაკნილიმ, ეშლი ლინდსი მორგანმა, გაბრიელმა და ეშლი უოლტერსმა.
ამის შემდეგ მუსიკალურმა ლეიბლმა მენსონთან კონტრაქტი გაწყვიტა.