„რიონის მცველებმა“ ნამახვანჰესის წინააღმდეგ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალეს და გადაწყვიტეს, რომ უკან ხეობაში დაბრუნდნენ და კომპანიას „ენკას“ ჰესის მოსამზადებელი მშენებლობის უფლება არ მისცენ. მიუხედავად იმისა, რომ ისინი დედაქალაქის პიკეტირებით და 26 მაისის ღონისძიების ხელისშეშლით იმუქრებოდნენ, აქციის ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს. გოლეთიანი ამბობს, რომ თბილისში აქციის გამართვის მიზანი არა ვინმეს შეწუხება და გაღიზიანება იყო, არამედ საზოგადოების გამოფხიზლება, რომ ჰესთან დაკავშირებულ კონტრაქტში კიდევ ერთხელ ჩაიხედონ და ნახონ, რომ ქვეყნის ინტერესები ზიანდება.
ნამახვანჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით თბილისში აქციები უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. აქტივისტები ნამახვანჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და „ენკა“-ს შორის, რის მერეც კომპანიამ ხეობა უნდა დატოვოს; გაუქმდეს მთავრობის განკარგულება უძრავი ქონების გადაცემისა და პრივატიზების შესახებ; გაუქმდეს სამშენებლო ნებართვა და მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი და თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკის მინისტრი.
ამის პარალელურად, მედიაში 22 კრიტიკული შენიშვნა ჩნდება ნამახვანჰესის შესახებ, რომელიც კონტრაქტის ირგვლივ იუსტიციის სამინისტროს აქვს გაკეთებული. დასკვნა სააგენტო „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა.
დოკუმენტში წერია, რომ ხელშეკრულებით ვალდებულებათა უმრავლესობა საქართველოს მთავრობას ეკისრება, როცა კომპანია „ენკას“ ვალდებულებები და პასუხისმგებლობა შეზღუდულია.
დოკუმენტი 2019 წლის 30 მარტით თარიღდება, ამ დროს მინისტრი თეა წულუკიანი იყო.
„ხელშეკრულების პროექტის ფარგლებში ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა ეხება საქართველოს მთავრობას, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, მაშინ, როცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ხელშეკრულების ფარგლებში მაქსიმალურად არის დაცული შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ უფლებები და შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები...
ფორს-მაჟორიდან გამომდინარე გარემოებების უმეტესობა, მათი განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ფორს-მაჟორიდან გამომდინარე გარემოებების უმეტესობა, მათი წინასწარ განუსაზღვრელი ბუნებისა და მხარის ბრალის არარსებობის აღიარების მიუხედავად, მაინც მიემართება ხელშეკრულების ერთ მხარეს - საქართველოს მთავრობას“, - ნათქვამია „მთის ამბების“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ასევე ვრცელდება მთავრობის პასუხი ამ შენიშვნებზე, სადაც ვკითხულობთ, რომ მთავრობამ ნამახვანჰესზე იუსტიციის სამინისტროს რამდენიმე შენიშვნა გაითვალისწინა. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები ნამახვანჰესის მშენებლობაზე დასადებ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარმოადგენს სტანდარტულ პროცედურას და არ შეიცავს რაიმე განსაკუთრებულ შინაარსს, გარდა იურიდიული მხარის ტექნიკური დაზუსტებისა.
ამავე ინფორმაციას „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ ეხმაურება.
„ვინაიდან ფონდი წარმოადგენს ხელშეკრულების მხარეს და ჩართული იყო კონტრაქტის მომზადებასა და შეჯერებაში, გვსურთ განვმარტოთ შემდეგი:
ისეთი კონტრაქტის მომზადება და გაფორმება, როგორიცაა BOO (მშენებლობის, ოპერირებისა და ფლობის) ხელშეკრულების პროექტი არაერთ ეტაპს მოიცავს. არამართებულია დღეს გავრცელებული დოკუმენტების სპეკულატიურად, სათანადო კონტექსტის გარეშე აღქმა.
იუსტიციის სამინისტრომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართვის საფუძველზე მოამზადა ხელშეკრულების იურიდიულ ასპექტთან დაკავშირებული შენიშვნები, რომელიც არ ეხებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ ნაწილს. შენიშვნებთან დაკავშირებით მომზადდა მეორე დოკუმენტი - „შეთანხმების ფურცელი“, რომელიც განიხილა მთავრობამ და რომელსაც დაეთანხმა იუსტიციის სამინისტროც. იუსტიციის სამინისტროს საბოლოო თანხმობის და ვიზირების გარეშე მთავრობა ვერ გააფორმებდა საბოლოო ხელშეკრულებას.
დღეს მედიაში გავრცელდა როგორც იუსტიციის სამინისტროს შენიშვნები, აგრეთვე მთავრობის სხდომაზე განხილული შენიშვნების ფურცელი. დაინტერესებულ საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ მსგავსი დოკუმენტები დგება ყველა იდენტური შემთხვევისაც, როდესაც ამგვარი ხელშეკრულების დადების აუცილებლობა დგება.
ნამახვანჰესის ხელშეკრულება პასუხობს ყველა აუცილებელ სტანდარტს და კანონის მოთხოვნას და ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჩართულ მხარეებს მოვუწოდებთ გავრცელებული დოკუმენტების გამოყენებით და სპეკულაციით ნუ გააჩენენ საზოგადოებაში მცდარ განცდებს, თითქოსდა რაიმე საიდუმლოსთან ან მხილებასთან გვაქვს საქმე.
იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტში შემავალი ყველა სავალდებულო შენიშვნა დადებული ხელშეკრულების საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულ იქნა, ხოლო არასავალდებულო შენიშვნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დასაბუთებაზე მიღებული გადაწყვეტილება დადგა, რაც ასახულია შენიშვნების ფურცელში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბრამიშვილი კი for.ge-სთან აცხადებს, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის გამო არანაირი რისკი და საფრთხე არ არსებობს. აბრამიშვილის თქმით, ტექნოლოგიურად არ არსებობს ისეთი ადგილი, სადაც რაღაც ნაგებობის ჩადგმა არ შეიძლება. ეს არის ყველაზე უფრო კარგად შესრულებული პროექტი, რომელიც კი ოდესმე საქართველოში გაკეთებულა. 900-მდე გეოლოგიური ჭაბურღილი არსეობს და ის 1986 წლიდან არის გაკეთებული. ამის შემდეგ, 2006 წელს, „იუესაიდის“ მიერ ნამახვანის პროექტის შესახებ დადებითი დასკვნა იდება. 2012 წლამდე სააკაშვილის ხელისუფლება პოლონურ კომპანიას ქირაობს და ყველა კვლევის რევიზიას ხელახლა აკეთებინებს, მათ შორის - გეოლოგია-სეისმოლოგიაზეც. დარგის სპეციალისტი ამბობს, რომ შემდეგ „ოცნების“ ხელისუფლება ხელახლა იწყებს ამ შედგების გადამოწმებას, სადაც ისევ დადებითი დასკვნები იდება. რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს მიერ გაკეთებულ შენიშვნებს, სკანდალური ამაში არაფერია, რადანაც ესაა ჩვეულებრივი პროცედურა და პირიქით, ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებას კონტრაქტის ირგვლივ ყველა დეტალი შესწავლილი აქვს.
„მთავარი ინფორმაციის გამრუდება ხდება, როდესაც საუბრობენ, რომ გეოლოგიურად რაღაცა ადგილი არსებობს საქართველოში, სადაც ნაგებობის ჩადგმა არ შეიძლება. აქ საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, საძირკველზე რა სიღრმეში უნდა ჩავიდეთ და ასე შემდეგ. ის, რომ საერთოდ მისი აშენება არ შეიძლება სრული აბსურდია. ისლანდიაში ვულკანებზე აშენებენ. იაპონიაში ბევრად უფრო სეისმურად აქტიურ რეგიონში არა ერთი ჰესია აგებული. საერთოდ რაზე ვსაუბრობთ? კომპანიამ მსოფლიოში არსებული ყველა პროფესიონალი მოიწვია და ივნისში კიდევ ერთი დასკვნა გამოქვეყნდება. არ ვიცი, რამდენი წლის განმავლობაში ხდება ამ პროექტის შემოწმება, გადამოწმება და ყველაფერი ერთად.
რიონზე 8 კაშხალი არსებობს, რომელიც ყველაზე ძველი 1936 წელს არის აშენებული და მალე რიონჰესს 100 წელი შეუსრულდება. ყველა მიწისძვრა გადაიტანეს, მათ შორის რაჭის 7-ბალიანი მიწისძვრა. რა არის ახლა იმის მოტივაცია, რომ ამდენი მითები ჟღერდება და პასუხების მოსმენა არ უნდათ? ვეხვეწებით, რომ კონსტრუქციულ რეჟიმში ვისაუბროთ და ასე პროფესიული საკითხი და დეტალები მედიასთან არ ვარჩიოთ“, - ამბობს აბრამიშვილი.
მისივე თქმით, ყველა დარგის სპეციალისტი თანხმდება იმაზე, რომ ეს ჰესი კრიტიკულად აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის და ის უნდა აშენდეს. ამის დასაბუთებისთვის, არგუმენტებით და კონკრეტული დასკვნებით დისკუსიაში შესასვლელად მზად არიან. აბრამიშვილი ამბობს, რომ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მოლაპარაკების დროს „რიონის მცველებს“ სპეციალისტების ჯგუფი ჩაუყვანა. უთხრა, რომ ჰქონდათ 4 პუნქტიანი გეგმა, რომელსაც დარგის მცოდნე ხალხი გააცნობდათ და შეხვედრა ამ მოტივით დატოვა. მინისტრი გეოლოგიაზე, სეისმოლოგიაზე, ხელშეკრულებაზე და სხვა პროფესიულ საკითხებზე პასუხს ვერ გასცემს.
„ამ თემის სპეკულაცია ხდება და ძალიან ბევრ ინტერპრეტაციას ვისმენ. თურნავამ ადგილობრივებთან შეხვედრაზე პროფესიონალების მთელი ჯგუფი ჩაიყვანა. მათ ხალხისთვის დეტალურად უნდა აეხსნათ, რა როგორ უნდა გაკეთდეს და არა მინისტრს. შეხვედრა არაერთხელ დაიგეგმა, სადაც ეს დეტალები უნდა გასაჯაროვებულიყო, ხოლო ეს ხალხი არ მოვიდა.
ლევან ვასაძე იძახის, მოდი რეფერენდუმი ჩავატაროთო. ბოდიში, მაგრამ რაზე უნდა ჩავატაროთ? ჰესი უნდა აშენდეს თუ არა? მე თუ მკითხავთ, ხალხს ის უნდა ვკითხოთ, დენი გვინდა თუ არა? ჭრაქის შუქზე და რუსეთზე დამოკიდებულება გვინდა თუ არა? აი, რეფერენდუმს თუ ასე ჩავატარებთ, კი ბატონო, ვკითხოთ აბა ხალხს რა უნდათ. ამ ყველაფრის უკან ვხედავ რუსეთის ინტერესებს, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ ჰიბრიდულ და დეზინფორმაციულ ომს აწარმოებს“, - ამბობს გიორგი აბრამიშვილი for.ge-სთან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ნამოხვანჰესის პროექტი ისე მომზადდა, გარემოს შესწავლა არ მომხდარა. მისი თქმით, ის და მისი ორგანიზაცია ჯერ კიდევ 2015 წლიდან ამ პროექტს აპროტესტებდნენ და ხალხს ხმის ამოღებისკენ მოწოდებდნენ.
„ერთ-ერთი პუნქტი არის ჰიდრავლიკური მოდელირება, რაც არეალების დატბორვის რისკს იკვლევს და კომპანიას გაკეთებული უნდა ჰქონდეს. ვიდრე დიზაინს გააკეთებდა და მოსამზადებელი სამუშაოების უფლებას მიიღებდა. ეს კვლევა არ გაკეთდა 2018-2020 წლებში, არამედ დაიდო 2021 წელს აპრილში, ისიც ჩვენი საფუძვლიანი მოთხოვნის შემდეგ. დასკვნაში რა გაყალბდა და როგორ, ამ დეტალებში ვერ შევალ, რადგანაც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ვინც ამ ტექნიკურ დეტალებში ვერ ერკვევა, რთული აღსაქმელი იქნება.
საუბარი აქ იმაზეა, რომ მიწის სიმძლავრე თავისუფალი ვარდნის აჩქარებაში გამოიხატება, რომელიც ნაგებობაზე მოქმედებს და ეს არის მთავარი პარამეტრი. როდესაც ამ მთავარ პარამეტრს დაბალ მიწისძვრაზე თვლი, მოდიხარ და საერთოდ არ გაქვს კონტაქტი ლოკალურ მეცნიერებთან, არ იცნობ არც ერთ ნამუშევარს და იყენებ ნამუშევრებს, რომელიც 21 წლის არის, ეს არ არის ნორმალური. ფაქტობრივად, ახალი კვლევა არ ჩატარებულა, რაც საერთაშორისო სტანდარტით არის დადგენილი. როგორც ჩანს, ფიქრობდნენ, რომ საქართველოში ამაზე ხმის ამომღები არავინ იქნებოდა“, - ამბობს თეა გოდოლაძე for.ge-სთან.
ბმული
კი მაგრამ ,,გეპეი,, მოკვდააააა?
ილიას სახელობის................................................................
როგორ პუშკინის ინსტიტუტში იციან და .................................... გეპეის ხალხი???
კი მაგრამ ის, მსოფლიო მასშტაბის ინჟინრები ისე გადაშენდნენ რომ მემკვიდრეებიც აღარ დატოვეეს??
ლექტორი მყავდა ვ.ჩხეიძე --------------- ასუანის კაშხალის მშენებლობაზე სსსრ--ის დამსახურებული ინჟინრის წოდება მიანიჭეს...და რამდენი კიდევ მასეთი .....ენგურჰესი რააა, ცისკარისვილმა არ აააშენააა??
რააა....... იმათ კადრები არ დატოვეეეს?....... სადააა ის ხალხი??/....
უკუღმა ასინეთა, უკურმა და წაღმა გამოვაო ......
როგორ ყველაფერი თავდაყირა დააყენეს ამ საქართველოში
სხვა გზა აღარააა...... მშენებელი მაინც აღარავის სჭირდება...... ქსოვა ჭრა კერვის სპეციალისტად უნდა გადავკვალიფიცირდე
მაგის დედაც............ფილოსოფოსი პრეზიდენტი ქსოვდა და მაშ მე ვეღარ მოვქსოოვ?