ამერიკელმა ბლოგერმა, ემი ედისონმა ქმრის მეორე ოჯახის შესახებ გაზეთიდან შეიტყო. როგორც ემი ედისონი TikTok-ზე განთავსებულ ვიდეოში ჰყვება, ინციდენტი მათი ქორწინების მეათე წლისთავამდე ერთი კვირით ადრე მოხდა.
„სამსახურში ვიჯექი და გაზეთს ვკითხულობდი. მაშინ გაზეთებში ახალშობილების შესახებ განცხადებები ქვეყნდებოდა. დავინახე ჩემი ქმრის სახელი და მასთან ერთად უცხო ქალის სახელი. სეხნია არ იქნებოდა, იმიტომ რომ ჩემს ქმარს საკმაოდ იშვიათი სახელი აქვს. ამის შემდეგ მოვძებნე სამშობიაროს ვებგვერდი, სადაც ასევე ახალშობილების ფოტოები ქვეყნდებოდა, ჩავწერე ჩემი ქმრისა და იმ ქალის სახელი და აღმოვაჩინე, რომ რამდენიმე დღის წინ მათ ნამდვილად ბიჭი ეყოლათ. გარდა ამისა, ეს მათი პირველი შვილი არ ყოფილა - 1,5 წლით ადრე მათ გოგო შეეძინათ“, - ჰყვება ემი ედისონი.