ცოტა ხნის წინ ბრიტანელმა მეცნიერებმა ახალი კვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.
აღმოჩნდა, რომ, დღეში სამ ფინჯან ჩაის გულის შეტევის რისკის 70 პროცენტით შემცირება შეუძლია.
ინგლისელი მკვლევარები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ მამაკაცებს, რომლებიც ჩაის დღეში ორ ჭიქაზე მეტს მიირთმევდნენ, 21 პროცენტით უმცირდებოდათ ინსულტის საშიშროება.
აღმოჩნდა, რომ ქალებს სამ ჭიქაზე მეტი ჩაი დღეში 32 პროცენტით უქვეითებს არტერიებში თრომბის გაჩენის საფრხეს.
ამ სამკურნალო თვისებებს ჩაი ფლობს ფლავონოიდების წყალობით, რომლებსაც ის შეიცავს.
გარდა ამისა, უკვე დამტკიცებულია, რომ ფლავონოიდების მაღალი შემცველობა ხელს უწყობს წონის კონტროლს, ეხმარება გონებრივ მოღვაწეობას და ამაღლებს განწყობილებას.
ბრიტანელი დოქტორი რაქსტონის მტკიცებით, ჩაის ძალუძს, აგრეთვე შეაჩეროს კიბოს სიმსივნის ზრდა.
კერძოდ, დღეში ორი ფინჯანი ჩაი მკვეთრად ამცირებს კანის კიბოს რისკს.
საინტერესოა, რომ ჩაიში რძის ჩამატება, რაც ბრიტანელებს ახასიათებთ, არანაირად არ ამცირებს მის სამკურნალო თვისებებს.