BTS-ის ახალმა ვიდეორგოლმა Youtube-ზე რეკორდი დაამყარა

BTS-ის ახალმა ვიდეორგოლმა Youtube-ზე რეკორდი დაამყარა

სამხრეთკორეული ჯგუფის BTS-ის ვიდეორგოლმა სიმღერაზე Butter Youtube-ზე რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ატვირთვიდან 24 საათის განმავლობაში ვიდეოს YouTube-ზე დაახლოებით 113 მილიონი ნახვა ჰქონდა, რაც ჰოსტინგის ისტორიაში რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ამით BTS-მა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა. მანამდე პრემიერის დღეს ყველაზე მეტი ნახვა მათ ვიდეორგოლს სიმღერაზე Dynamite ჰქონდა.