ბრიტანელი 99 წლის პენსიონერი ქალი, უსაქმურობით დაიღალა, თვითიზოლაციიდან სამსახურში დაბრუნდა. ამის შესახებ Mirror წერს.
99 წლის ბერილ კარი 17 წელი ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში ექთნის დამხმარედ მუშაობდა, თუმცა პანდემიის დაწყების შემდეგ, ის ერთი წელი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ეს იყო მოსაწყენი 12 თვე“, - ამბობს ბერილ კარი. მისი თქმით, ერთი წელი მხოლოდ შვილს ეკონტაქტებოდა, სახლიდან არ გადიოდა, უყურებდა ტელევიზორს და კროსვორდებს ხსნიდა.
ბერლ კარი აცხადებს, რომ სამსახურში დაბრუნების მიუხედავად, ის ძველ პოზიციაზე ვერ იმუშავებს, თუმცა რითაც შეძლებს, მედპერსონალს დაეხმარება. „მშვენიერია, მე დავბრუნდი სამსახურში. ვგრძნობ, რაღაც სასარგებლოს ვაკეთებ და მსიამოვნებს ადამიანებთან ურთიერთობა“, - აცხადებს ბრიტანელი პენსიონერი.