კევინ სპეისიმ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების შემდეგ პირველი როლი მიიღო

კევინ სპეისიმ სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების შემდეგ პირველი როლი მიიღო

სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებების შემდეგ მსახიობმა კევინ სპეისიმ პირველი როლი მიიღო. ამის შესახებ Entertainment Weekly წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სპეისის რეჟისორ ფრანკო ნეროს ფილმში L'uomo Che Disegnò Dio („კაცი, რომელმაც ღმერთი დახატა“) გადაიღებენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კევინი ფილმში მონაწილეობაზე დაგვთანხმდა. დიდებულ მსახიობად მიმაჩნია და მოუთმენლად ველი გადაღებების დაწყებას“, - განაცხადა ნერომ.

არსებული ინფორმაციით, სპეისი პოლიციის ოფიცერს განასახიერებს.

2019 წლის ივლისში მასაჩუსეტსტის შტატის პროკურატურამ მსახიობ კევინ სპეისის ბრალდება მოუხსნა - მას ტელეწამყვან ჰეზერ ანრუს 18 წლის შვილის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებდნენ.

2017 წლის 30 ოქტომბერს, მსახიობმა ენტონი რაპმა სპეისი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.

ამ ამბიდან მალევე, კომპანია Netflix-მა სერიალ „ბანქოს სახლის“ ბოლო, მე-6 სეზონის გადაღება შეაჩერა. ამერიკულმა სატელევიზიო პრემია Emmy Award-მა კი გადაწყვიტა, რომ კევინ სპეისის, კინოინდუსტრიაში შეტანილი შემოქმედებითი წვლილისთვის „2017 წლის საპატიო ემი“ აღარ გადაეცა. 2019 წლის ივლისში სპეისის სექსუალური შევიწროების ბრალდება მოუხსნეს.

კევინ სპეისის სექს-სკანდალის ისტორიას ვრცლად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.