გუშინ ვებ-გვერდმა „Express.co.uk” მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა.
ამ გამოცემის ჟურნალისტების მტკიცებით, ლონდონის „ჩელსის“ ხელმძღვანელობამ ესპანელი თავდამსხმელი ფერნანდო ტორესის სატრანსფერო სიაში შეტანა გადაწყვიტა.
ცნობილი გახდა, რომ რომან აბრამოვიჩი ესპანეთის ეროვნული გუნდის ერთ-ერთ წამყვან შემტევს, მიმდინარე წლის ზაფხულში საბოლოოდ გამოეთხოვება.
ლონდონელებმა ტორესის სავარაუდო ღირებულება უკვე დაასახელეს და ერთ დროს მრისხანე თავდამსხმელს ამჟამად მხოლოდ 17 მილიონ ევროდ აფასებენ.
2011 წლის იანვარში ფერნანდომ ქალაქი ლივერპული დატოვა და ლონდონს მიაშურა. ეს ტრანსფერი „ჩელსის“ 58.5 მილიონი ევრო დაუჯდა.
ჩუკოტკის ყოფილი პირველი პირის გუნდში ესპანელს დღემდე 114 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული. მის ანგარიშზე მხოლოდ 27 გოლია.
დღეს დილით გავრცელდა ცნობა, რომ ესპანელით მადრიდის „ატლეტიკო“, ინგლისური „ლივერპული“ და ალბათ არ გაგიკვირდებათ, რუსული „ანჟი“ დაინტერესდნენ.