რიონის ხეობიდან დიდ პოლიტიკაში - გოლეთიანი ხელისუფლებას ღია ბრძოლას უცხადებს, ვინ დგას კარგად ორგანიზებული აქციების უკან?

რიონის ხეობიდან დიდ პოლიტიკაში - გოლეთიანი ხელისუფლებას ღია ბრძოლას უცხადებს, ვინ დგას კარგად ორგანიზებული აქციების უკან?

რიონის ხეობიდან დიდ პოლიტიკაში - „რიონის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი დიდ პოლიტიკაში ერთვება. ის მხარდამჭერებს არა მხოლოდ ჰესის მშენებლობის პრობლემის გადაჭრას, არამედ მოსახლეობაში არსებული ყველა პრობლემის მოგვარებას პირდება. „რიონის ხეობის“ მცველები ხელისუფლებას ღია ბრძოლას უცხადებენ და ულტიმატუმს უყენებენ.

ყველაზე ყურში მოსახვედრი კი გუშინ თბილისში გამართულ ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ანტიდასავლური და ანტითურქული განცახდებები იყო. კარგად დაფინანსებული და ორგანიზებულ აქციის უკან, არაა გამორიცხული, იმ ქვეყნის ინტერესები იდგეს, ვისაც საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ყველაზე მეტად არ სურს. საიდან ახერხებენ მოულოდნელად გამოჩენილ სამოქალაქო აქტივისტები ამხელა ფინანსური რესურსის მობილიზებას, როცა მსგავს აქციებს კონკრეტული ტექნიკა, ფული და მართვა სჭირდება.

არავინ დავობს იმაზე, რომ შესაძლოა, კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნისთვის სახარბიელო არ იყოს და მის ირგვლივ კითხვები არსებობდეს, მაგრამ ხომ არ დგას ამ გულწრფელი პროტესტის უკან კონკრეტული ქვეყნის სპეცასმსახურების ინტერესი და ხომ არ არის აქციები „შავი ფულით“ დაფინანსებული? მით უფრო საეჭვოა გარემოება, როცა ახალბედა სპიკერებს მხარს პრორუსი პოლიტიკოსი ლევან ვასაძე, ჰომოფობიური ჯგუფები და სხვა პატრიოტული მოტივებით შენიღბული ადამიანები უჭერენ.

„ჩვენი აქციები მოარყევს ხელისუფლებას და მას აღარ დარჩება იმის სივრცე, რომ პასუხისმგებლობა შემდეგ სხვაზე გადაიტანოს, თითქოს რომელიმე დესტრუქციულმა ძალამ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღება აიძულა. თუ ხვალ 12 საათამდე არ იქნება გადაწყვეტილება მიღებული, ჩვენ, მთლიანად, დედაქალაქის პარალიზებას მოვახდენთ“, - თქვა გოლეთიანმა აქციაზე.

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები გუშინ თბილისში შეიკრიბნენ და მთავრობას მათი მოთხოვნები შეახსენეს. ისინი ითხოვენ, შეჩერდეს 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მთავრობასა და „ენკას“ შორის და კომპანიამ ხეობა დატოვოს. მათივე მოთხოვნების ჩამონათვალშია მთავრობის განკარგულების გაუქმება, რომელიც უძრავი ქონების გადაცემასა და პრივატიზებას გულისხმობს. აქციის მონაწილეებმა გუშინ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა უნდა დატოვოს. იმ შემთხვევაში, თუ მათი ყველა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები დედაქალაქის პარალიზებით იმუქრებიან.

აქციას შეუერთდნენ პოლიტიკოსებიც, მათ შორის ულტრაკონსერვატული და ულტრანაციონალიტური პარტიების ლიდერები. მონაწილეთა შორის იყვნენ ჰომოფობიური ჯგუფების წარმომადგენლებიც. აქციაზე შეკრებილები, რომლებიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხშირად აგრესიული ქმედებებით გამოირჩევიან, ამბობდნენ, რომ მათთვის მიუღებელ ქმედებას აქაც საჭირო პასუხს გასცემენ.

აქციაზე ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც მთელი პროტესტის განმავლობაში სოლიდარობას უცხადებდნენ რიონის ხეობის მოსახლეობას და მიმდინარე პროცესებს სამართლებრივად სწავლობდნენ.

დღის ბოლოს პირველი რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო კარვები გაიშალა, სადაც აქციის მონაწილეები, მინიმუმ, ერთ ღამეს გაათენებენ.

ანალიტიკოსებს ყველაზე მეტად კითხვები ულტრანაციონალური ფრთის აქტიურობასთან აქვთ. ასევე მათ აინტერესებთ, ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა თბილისში აქციას რატომ ემთხვევა და ხომ არ ხდება ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პორტესტის ვიღაცის ინტერესებისთვის გამოყენება? სცენა, ინვენტარი მოქალაქეების მობილიზება დიდი ფულით არის დაფინანსებული. მათ კითხვა აქვთ საიდან მოვიდა ეს ფული, ხომ არ არის ეს „შავი ფული“, რომელიც ვიღაცის კონკრეტული მიზნებისთვის იხარჯება? ასეთი სცენის მიტანა და დამონტაჟება საკმაოდ სოლიდური თანხა ჯდება.

უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან აცახდებს, რომ ეს პროცესები, რაც ახლა დედაქალაქში ნამახვანჰესის გარშემო დაიძრა, უკვე დიდი ხანია კარგად ნაფიქრი და გააზრებულია. ალადაშვილი ამბობს, რომ ის ანტიდასავლური და ანტითურქული განცახდებები, რაც აქციაზე გახმოვანდა, ყურადსაღებია და ანალიზი სჭირდება. კითხვა ჩნდება - საიდან აქვთ აქციის ორგანიზატორებს ამ ყველაფრის ფული? აუცილებლია და ყურადღება უნდა მიექცეს იმას, თუ ამ კამპანიის უკან ვინ დგას და რა ფული იხარჯება. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ჩვენი მოსახლეობის გულწრფელი პროტესტი შესაძლოა ვიღაცამ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს, რაც სახელმწიფოს ინტერესებს დააზიანებს.

„ეს არის კარგად მოფიქრებული, გააზრებული აქციები, სადაც კონკრეტულ ეკოლოგიურ თემას უკვე გეოპოლიტიკური საკითხები მოყვა. ეს არის თურქეთის საწინააღმდეგო და შიდა პოლიტიკური სიტუაციის აფეთქების კიდევ ერთი მცდელობა. დააკვირდით სიტუაცია როგორ მიმდინარეობს - ეს 6 თვიანი პოლიტიკური დუღილი, როგორც იქნა ცოტა ჩაწყნარდა და ამას უკვე ახალი პროტესტი მოჰყვა.

კი ბატონო, ჩვენს ქვეყანაში არის ბევრი სოციალური პრობლემა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ენერგოინტერესები ჩვენს ქვეყანაში ვის აქვს? ეს ხომ საკმაოდ საფრთხილო და სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხია. ამ წესიერ ხალხზე არ ამქვს საუბარი, ვინმე არის იმისგან დაზღვეული, რომ მათ გულწრფელ პროტესტს ვიღაცა ბოროტად არ გამოიყენებს? ჩვენს ქვეყანაში მუდმივი ქაოსი და პრობლემა ვის ინტერესებში შედის? - იმის, ვისაც ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა და განვითარება არ უნდა“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი იმდენად ღრმა თემაა, რომ არც ერთი ქვეყნის სპეცსამსახურები ამას უყურადღებოდ არ ტოვებენ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა არც ერთ მეზობელ ქვეყანას არ აწყობს. როდესაც ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული, მუდმივად იძულებული ხარ, იმ ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინო გინდა თუ არა. აქედან გამომდინარე, ეს საკითხი უკვე ეკოლოგიურ და ენერგეტიკულ პრობლემას სცდება.

„მიჩნდება კითხვა - სად არიან ჩვენი სპეცსამსახურები? როდესაც ამხელა დონის და მასშტაბის აქციები იმართება, ის არის კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული, ხომ უნდა არკვევდეს ჩვენი სამსახურები ვინ დგას ამის უკან? ხომ არ არის ეს „შავი ფული“, რომელსაც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებენ? გარკვეულწილად ის ძალები ხომ არ არიან ჩართულები, რომლებიც ჩრდილოეთიდან იმართებიან? ყველამ ძალიან კარგად ვიცით რუსეთის დამოკიდებულება ამ ჰესის მშენებლობაზე როგორია. როგორი მოუნელებელი პრობლემაა, რომლის ჩასაშლელადაც ყველაფერს იზამენ. უცხო ძალების ფარული და ღია ჩარევა დეტალურად უნდა იყოს შეფასებული. რიგითი მკითხველისთვის, ალბათ, ეს საკითხი უცნაური და გაუგებარია ამ დროს ხელისუფლებამ რა უნდა გააკეთოს. ქალაქის პარალიზება და ულტიმატუმის ენით საუბარი უკვე შანტაჟია. ამიტომ ჩვენი დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურებს ევალებათ, რომ ინფორმაცია მოაგროვონ. ეს კონტრდაზვერვის საქმეც არის“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, იგივე დმანისის ამბები გავიხსენოთ, ვითომ რაღაცა ყოფით ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება ეთნიკურ კონფლიქტში უცბად გადაიზარდა. ქვეყანამ დანის პირზე გაიარა. ალადაშვილის აზრით, იქ რომ ჩვენი საპეცსამსახურები თავის სიმაღლეზე მუშაობდნენ, ამის პრევენცია ადგილზე მალევე მოხდებოდა. ფაქტია, რომ რომელიღაცა სპეცსამსახურების მიერ უკვე კარგად ნაფიქრი პროვოკაცია იყო. სამწუხაროდ, ასეთი აფეთქება ახლა აქ, ნამახვანჰესზე გვაქვს. მისი აზრით, საუბარი არაა იმაზე ჰესი უნდა აშენდეს თუ არა. ამაზე სპეციალისტებმა უნდა ილაპარაკონ, საქმე აქ უკვე ქვეყნის უსაფრხოებას შეიძლება შეეხოს, რადგანაც საქმე შესაძლოა კარგად დაგეგმილ და დაფინანსებულ პროვოკაციასთან გვქონდეს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ძალიან საეჭვოა, როცა აქციაზე კონკრეტული კომპანიის მოქმედებას უნდა აპროტესტებდე და მისი კრიტიკის ნაცვლად, იმ ქვეყანას აკრიტიკებ, რომელიც აქ საერთოდ არაფერ შუაშია, ეს, სულ ცოტა, კითხვებს ბადებს. ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მაშინ, როცა ყველამ კარგად ვიცით, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა ყველაზე მეტად რუსეთს არ აწყობს, რა თქმა უნდა, ის ამ თემის გამოყენებას შეეცდება. ამიტომ ჯობია სახელმწიფო ამ თემის გარშემო უფრო მეტად გამჭვირვალე იყოს, რათა სპეკულაციების საშუალება არავის ჰქონდეს.

„ნამდვილად კარგად ორგანიზებული და დაფნანსებული აქციაა. რა თქმა უნდა, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა უნდა გაარკვიონ, ხომ არ არის ეს ყველაფერი „შავი ფულით“ დაფინანსებული. ეს არის აქციის მონაწილეების მიერ შეგროვებული ფული თუ ქართველი ბიზნესმენების მიერ მიცემული. რატომ აძლევენ ეს ბიზნესმენები ამ ფულს, ხომ არ დგას მათ უკან ვიღაც და ამ ვიღაცას რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს? ხომ არაა ეს „შავი ფული“, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას ხელს უშლის? კი ბატონო, პროტესტი გასაგებია, შეიძლება მე არ ვეთანხმებოდე მათ ბევრ რამეში, მაგრამ მათთან სახელმწიფომ უნდა იმუშაოს. გამჭვირავლე უნდა იყოს, კონტრაქტის პირობებიც და ის პასუხებიც, რაზეც ამ ხალხს კითხვები აქვს. სახელმწიფოს რომ თავის დროზე ემუშავა, ამ პრობლემას არ მივიღებდით. კი ბატონო, ყველაზე დიდი დაინტერესება - საქართველო არ გახდეს ენერგოდამოუკიდებელი რუსეთს აქვს. ამიტომ ლოგიკურია, რომ ამ პროტესტს ვიღაცამ შეიძლება მიმართულება სათავისოდ მისცეს. ასეთი პროტესტის დროს პირიქით, პოლიტიკოსები არიან ხოლმე საჭირო, მაგრამ ვხედავთ აქციის მონაწილეები მათ ახლოს არ იყენებენ, ესეც გასაკვირი ფაქტია და, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აჩენს“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

 

გრიგორი ასე, ხუდონჰესის პროექტის დასამარებით მოვიდა ხელისუფლებაში ჟვანია ! ქართულმა საზოგადოებამ ვერაფერი ისწავლა შეცდომებზე. ეს სირი კარიერას გაიკეთებს და საქართველოს კი დედა ეტირება.
3 წლის უკან
არაგველი641 ისტორიულად საქართველოში ციხე შიგნიდან ტყდებოდა. ახლაც ასეა, ეს მეტრაკე გოლეთიანი საქართველოს თანამედროვე გამყიდველია! უცხო ქვეყნის ფულით რომ შენს ქვეყანას ბრძოლას დაუწყებ, სხვას ვერაფერს დაარქმევ მის საქციელს.
3 წლის უკან
Katana . "ანალიტიკოსებს ... აინტერესებთ, ლევან ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლა თბილისში აქციას რატომ ემთხვევა და ხომ არ ხდება ჩვენი თანამოქალაქეების გულწრფელი პორტესტის ვიღაცის ინტერესებისთვის გამოყენება?"

რომელ იდიოტს აინტერესებს ეს? ისევ იმათ ხომ არა, ვინც ამ ცოტა ხნის წინ მრავალმიშვნელოვან კითხვებს სვამდა - დასავლეთმა რომ საქართველოში პოლიტიკური პრობლემები მოაგვარა, იმას რატომ დაემთხვა ლევან ვასაძის პოლიტიკაში გამოჩენაო?

ის არ გაინტერესებთ, იტალიაში რომ საბაგირო ჩამოწყდა და 12 ადამიანი დაიღუპა, მაინცდამაინც ამ დღეს რატომ დაემთხვა გოლეთიანის თბილისური აქცია?

ნახეთ, რას გვაუწყებს BBC: ჩინეთში მარათონი ტარდებოდა. უცებ აცივდა, გრიგალი ამოვარდა და 21 მონაწილე დაიღუპაო! - ვერ ხედავენ "ანალიტიკოსები", რომ ამ მოვლენასთან უშუალო კავშირშია ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა და გოლეთიანის აქცია?!

ანდა, აქციის მონაწილეთა კარვები რომ წითელი ფერისაა, განა ეს შემთხვევითია?

და ყველაზე მთავარი: რატომ დაემთხვა ეს ყველაფერი სავსემთვარეობას?
3 წლის უკან
Katana . თქვენით თუ არ დაინტერესებულხართ, ეგერ, ბ-ნმა ამირან სალუქვაძემ ახლახან კიდევ ერთხელ შეგახსენათ ყველა მასტის დემაგოგებს (ყველა შემთხვევაში რომ "საქართველოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას" წამოავლებთ ხელს, მაშველი რგოლივით), რა დამოუკიდებლებიცა ვართ! -
"ნაციონალური მოძრაობის მიერ რუსეთზე მიყიდული სტრატეგიული ობიექტების სია:

,,1. ენგურჰესი-რუსული კომპანია"რაოესი";
ჟინვალჰესი - რუსული კომპანია"რაოესი";
რიონჰესი - რუსული კომპანია "ენერჯი ინვესტი";
გუმათი 1- რუსული კომპანია "ენერგო პრო";
გუმათი 2 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
ლაჯანურჰესი - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
შაორჰესი - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
ვარციხე1 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
ვარციხე 2 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
ვარციხე 3 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
11.ვარციხე 4 - რუსული კომპანია "ენერგო პრო";
ხრამი 1 - რუსული კომპანია "რაოესი";
ხრამი 2 - რუსული კომპანია "რაოესი";
ხრამი 3 - რუსული კომპანია "რაოესი";
ხრამი 4 - რუსული კომპანია "რაოესი";
ხრამი 5 - რუსული კომპანია "რაოესი";
ყაზტრანსგაზ თბილისი - რუსული კომპანია "გაზპრომი"; გაზ.კომპანია "იტერა" - რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია
შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა "ალექსი" - რუსული კომპანია "გაზპრომის" შვილობილი კომპანია;
გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები - რუსული კომპანია "ინტერ რაო";
"მადნეული" - რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
"კვარციტი"- რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან "რუსეთის რკინიგზა";
კომპანია "ბილაინი" - რუსული კომპანია;
"აზოტი" - რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
"გაერთიანებული ქართული ბანკი"-რუსული კომპანია "ვითიბი;
"ლუკოილ ჯორჯია"-რუსული კომპანია "ლუკოილი";
ზესტაფონის "ფერო"-რუსული კომპანია "პრომიშლენ ინვესტი";
ელმავალთმშენებელი ქარხანა - რუსული კომპანია "დემა კომპიუტერი";
არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო - რუსული კომპანია "ბატუსი";
თბილისის წყალი - რუსული კომპანია"ჯორჯიან უოთერ ენდ პაუერი"“
*
ამ რეალობის პატრონი რომ აპელირებთ "საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობით", არ გეუხერხულებათ მაინც?!
3 წლის უკან
Maverick Katana, ძალიან "ეუხერხულებათ", ძალიან, მაგრამ რა ქნან?!

სული მწარეა, შადიმან ბარათაშვილის მიმდე4ვრობას ვერ ღალატობენ!

რაც შეეხება რიონის ხეობიდან ამოსულ "ვარსკვლავს" ფრთხილათ ქართველებო, ასე იწყებოდა მიშა ნაცუაც...!
3 წლის უკან
XALIBI ყველაზე საინტერესო, ამ რუსული კომპანიების აქაურ მფლობელ-მეწილეთა გვარ-სახელები იქნება და დარწმუნებულები იყავით, მათ შორის ყველზე მეტნი ისინი იქნებიან, ვინც ყოველდღე დასავლურ ფასეულობებზე საუბრობს.........
3 წლის უკან
XALIBI იქნებიან მოქმედი თუ ყოფილი მინისტრები, დეპუტატები, მერები და ა.შ.............................................................. ეს ,,ჩვენთვის" ემტერებიან ერთმანეთს, თორემ ერთმანეთში ჰარმონიული ბიზნეს-ურთიერთობები აქვთ.....................
3 წლის უკან
ლაზი ამ აქციებში ნამდვილად ბევრი რამ არის საეჭვო. ამ მასშტაბის ფინანსებს, სხვას რომ თავი დავანებოთ, რაც მარტო ამათ ტექნიკას სჭიდება, ვიღაც გოლეთიანი კი არა მთელი იმერეთ-რაჭა-ლეჩხუმი ვერ მოუყრის თავს. ეკოლოგია და საფრთხეც მნიშვნელოვანია, მაგრამ მთავარი ინვესტორის წარმომავლობაა. ბაბუის ნაჭამმა ტყემალმა შვილიშვილს მოკვეთა კბილებიო, ეს ქართული სიბრძნე, მეცნიერულ ენაზე, გენეტიკურ მეხსიერებას ნიშნავს. ეს რომ არა, მიუხედავად ყველაფრისა, ბატონი ვარლამი ამის მეასედ ხალხს ვერ მოუყრიდა თავს.
3 წლის უკან
ლაზი სამწუხაროდ გოლეთიანი იყენებს ამ სიტუაციას, თანაც ძალიან ცუდად. დამოუკიდებლობის თარიღის წინა დღეს, ქვეყნისა და სახელმწიფოს დანგრევით მუქარა ვერ ჩაითვლება მოსაწონ საქციელად.
3 წლის უკან
3 წლის უკან
Katana . ,,მეწყერი, წყალდიდობა და მიწისძვრა - არცერთ ამ რისკზე ნამახვან ჰესი არ არის გათვლილი!“ - თეა გოდოლაძე,
დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი.
3 წლის უკან