კომპანია Fisker-ი რომის პაპისთვის ელექტრომობილს დაამზადებს

კომპანია Fisker-ი რომის პაპისთვის ელექტრომობილს დაამზადებს

ელექტრომობილების ამერიკელი მწარმოებელი Fisker Inc.-ი რომის პაპისთვის ელექტრომობილს დაამზადებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელი ჰენრიკ ფისკერი Twitter-ზე წერს.

„დიდი პატივი იყო რომის პაპ ფრანცისკესთან კერძო აუდიენცია. ის ძალიან კარგად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც გარემოს დაცვის საკითხში გვეკისრება ჩვენ და მომავალ თაობებს. მოუთმენლად ველი პაპის პირველი ელექტრომობილის შექმნას“, - წერს ჰენრიკ ფისკერი.

ავტომობილზე მუშაობა მიმდინარე წლის ნოემბერში დაიწყება. კათოლიკური ეკლესიის მეთაურის მანქანაში არსებული დამცავი გუმბათი საჭიროების შემთხვევაში სახურავში შევა.

ტრადიციულად, 1930-იანი წლებიდან რომის პაპი Mercedes-Benz-ის ავტომობილებით გადაადგილდება. 1981 წელს იოანე პავლე II-ზე თავდასხმის შემდეგ პაპის ავტომობილი დამცავი გუმბათით აღჭურვეს.