აინშტაინის ხელნაწერი, ყველაზე ცნობილი ფორმულით, $1.2 მილიონად გაიყიდა

აინშტაინის ხელნაწერი, ყველაზე ცნობილი ფორმულით, $1.2 მილიონად გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის მიერ დაწერილი წერილი, რომელიც შეიცავს მის ყველაზე ცნობილ ფორმულას, E=mc2 აუქციონზე მოსალოდნელ ფასზე სამჯერ უფრო ძვირად, $1.2 მილიონად გაიყიდა, - ამის შესახებ BBC წერს.

ექსპერტების განცხადებით, დღემდე აინშტაინის სულ სამი ხელნაწერია, რომელზეც აღნიშნული ფორმულაა დაწერილი.

ალბერტ აინშტაინის სპეციალური ფარდობითობის თეორია, რომელიც პირველად 1905 წელს, სამეცნიერო გაზეთში გამოაქვეყნა, განსაზღვრავს მუდმივი სიჩქარის მქონე სხეულების ქცევას.

ფორმულით E = mc2 გამოისახება მასისა და ენერგიის ექვივალენტობა, სადაც c არის სინათლის სიჩქარე ვაკუუმში. ფარდობითობის ზოგადი თეორია დადის კლასიკურ (ნიუტონის) მექანიკაზე, როდესაც სხეულების სიჩქარე მცირეა სინათლის სიჩქარესთან შედარებით. ფარდობითობის სპეციალური თეორია ამტკიცებს, რომ c არ არის მხოლოდ ელექტრომაგნიტური ტალღის გავრცელების სიჩქარე ვაკუუმში, არამედ არის ფუნდამენტური ფიზიკური მუდმივა. თეორიის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება იმაში მდგომარეობს, რომ არც ერთ სხეულს, რომელსაც არანულოვანი მასა აქვს, არ შეუძლია მოძრაობა სინათლის სიჩქარით.