Extra.ge - მობილური ტელეფონების ყველაზე დიდი არჩევანი

Extra.ge - მობილური ტელეფონების ყველაზე დიდი არჩევანი

მართალია, მობილური ტელეფონი ის ნივთია, რომელთანაც ყველაზე ხშირი კონტაქტი და შემხებლობა გვაქვს, მაგრამ ხანდახან დგება მომენტი, როცა „ერთგული მეგობარი“ ამოწურავს რესურსს და საჭირო ხდება მისი ახლით ჩანაცვლება. ცოტა კი მეუხერხულება მობილურს ასე ცივად „ნივთად“ რომ მოვიხსენიებ, იმდენად ახლობელი და  მესაიდუმლეა ჩვენი, თუმცა გრამატიკულად ასეა. 

ჰოდა, როცა დგება განშორების წამი, ბუნებრივია, გიჩნდება სურვილი, ძველი ტელეფონი უკეთესით ჩაანაცვლო და მოძებნო ისეთი,  რომელიც ყველა იმ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, რაც აქამდეც გინდოდა და მხოლოდ ძველი მობილურის ერთგულების გამო დიდ ყურადღებას არ აქცევდი. 

თუ ჯერ არ იცი, სად არის შესაძლებელი ტელეფონების თანამედროვე მოდელების ნახვა, მაშინ აუცილებლად უნდა დაუთმო შენი ცხოვრების რამდენიმე წუთი ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზია ექსტრას.. 

რა მობილური ტელეფონების შეძენა შეგიძლიათ ექსტრაზე?

მობილური ტელეფონების ფართო არჩევანი ნამდვილად ექსტრას ძლიერი მხარეა. წამყვანი ბრენდების Apple, Samsung-ის ფლაგმანების გარდა, აქ ნახავთ Huawei, Xiaomi, Nokia, Alcatel, Realme  მრავალფუნქციურ სმარტფონებს. მას შემდეგ რაც, ძირითად ფუნქციურ მახასიათებლებს შეარჩევთ, შეგიძლიათ  ყურადღება ფერებზეც გაამახვილოთ. დღეს უკვე შესაძლებელია, მობილურები არა მარტო მეხსიერების, კამერის და სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციონალის მიხედვით, არამედ ფერის გათვალისწინებითაც შეარჩიოთ. ის სტანდარტი, რომ ტელეფონი აუცილებლად შავი, ნაცრისფერი, ან შემდეგ უკვე თეთრიც შეიძლება ყოფილიყო, წარსულს ჩაბარდა. მსოფლიო გაფერადდა და სმარტფონების მწარმოებლებმაც შემოგვთავაზეს ფერადი, ხალისიანი ტელეფონები, რაც კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის ჩვენს ურთიერთობას. 

ხარისხი და გარანტია

Extra.ge-ზე შეძენილ ტელეფონს გარანტია აუცილებლად მოყვება. მართალია, აქ იმდენად ხარისხიანი პროდუქციაა წარმოდგენილი, რომ საგარანტიო ფურცლის გამოყენების საჭიროება ძირითადად არ დგება, მაგრამ თქვენი სიმშვიდისთვის და გაუთვალისწინებელი შემთხვევების სავალალო შედეგის ასაცილებლად, გარანტია მაინც აუცილებელია. 

თუ გაქვს ამოჩემებული მაღაზია ან სავაჭრო ცენტრი,  ექსტრა შენი პირადი ტრადიციის დარღვევას არ გთხოვს და ამ მხრივაც შენს კომფორტზე ზრუნავს. საიტზე წარმოდგენილია ყველა წამყვანი მაღაზია ონლაინ რეჟიმში, საიდანაც შეგიძლია შეიძინო ის, რაც გაგიხარდება.

ახალ სეზონზე, ტელეფონით თავის მოწონება გულს უხარია, ჰოდა, დროა, ჩაუჯდე ექსტრას, შეარჩიო ყველაზე ხარისხიანი, თანამედროვე სმარტფონი და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით  შენი გახადო ეს ერთი და სხვა მრავალი..!