ბელგიის იუპილერ ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე "ბრიუგემ" ჩემპიონის ტიტული გაიფორმა. შავ-ლურჯებმა ბოლოსწინა ტურში ბრიუსელის "ანდერლეხტთან" ფრედ 3:3 ითამაშეს და ეს საკმარისი გამოდგა ტიტულის მოსაგებად.
"ბრიუგემ" "გენკს" 3 ქულით უსწრებს, მაგრამ ურთიერშეხვედრებში სჯაბნის და შესაბამისად, ბოლო ტურმა მისთვის აზრი დაკარგა.
აქვე გეტყვით, რომ "ბრიუგე" ბელგიის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ და ისტორიაში მე-17-ედ გახდა.