"ვალენსიას" ხოსე ბორდალასი ჩაიბარებს

ესპანურ "ვალენსიას" ახალი სეზონიდან ხოსე ბორდალასი გაწვრთნის. ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი ანტონიო სამბრანო ავრცელებს.

როგორც ის ტვიტერში წერს, "ხეტაფეს" მწვრთნელის რანგში ბორდალასის ბოლო შეხვედრა 23 მაისს, "გრანადასთან" გაიმართება და შემდეგ მადრიდულ გუნდს დატოვებს.

57 წლის ესპანელი სპეციალისტი "ვალენსიასთან" 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. მიმდინარე სეზონში 37-ე ტურის შემდეგ "ხეტაფე" მე-16, ხოლო "ვალენსია" მე-13 ადგილზეა.