რატომ შეაშფოთა სელენა გომესის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება

რატომ შეაშფოთა სელენა გომესის უახლესმა ფოტოებმა საზოგადოება

Disney Channel-ის ყოფილი ვარსკვლავისთვის 2021 წელი წარმატებულად დაიწყო, შემსრულებელი სამსახიობო საქმიანობითაა დაკავებული და მაქსიმალურადაა სამსახურზე კონცენტრირებული. შეგახსენებთ, რომ სელენა გომეზმა რამდენიმე თვის წინ მსმენელს ესპანურენოვანი სიმღერა De Una Vez წარუდგინა, ამჯერად კომედიური სერიალის Hulu-ის და ფილმის Only Murders In The Building-ის გადაღებებითაა დაკავებული. 28 წლის ვარსკვლავი ამჯერად ნიუ-იორკში იმყოფება.

სელენას უახლესი პაპარაცული ფოტოები ბრიტანუმა ტაბლოიდმა Daily Mail-მა გაავრცელა.

საქმე იმაშია, რომ გადაღებებზე ერთ-ერთი სცენის დროს ხელოვნური სისხლით დასვრილ სელენას პოლიცია აკავებს, სანამ საზოგადოება შეიტყობდა, რომ აღნიშნული ფაქტი სერიალს უკავშირდებოდა და არა რეალურ ცხოვრებას, მომღერლის გულშემატკივრებში გაურკვევლობა შეიქმნა.

შეგახსენებთ, რომ სატელევიზიო სერიალ Only Murders In The Building-ს მაყურებელი 2021 წელს იხილავს.