45 წლის ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი და ჰუმანიტარი, ოქროს გლობუსისა და კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი უკვე ორ ათწლეულზე მეტია ჰუმანიტარული საქმიანობითაა დაინტერესებული, მსახიობი გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისიასთან 2001 წლიდან თანამშრომლობს, გაწეული საქმიანობისთვის მას არაერთი ჯილდო აქვს მოპოვებული, გაეროს კეთილი ნების ელჩის რანგში კი არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი.
ამჯერად ანჯელინა ჯოლი მსოფლიოს გარშემო არსებულ მეფუტკრე ქალებს უჭერს მხარს.
ივნისში ის მომუშავეებს შეუერთდება, რომლებიც პროვანსში, საფრანგეთის აპიდოლოგიის ობსერვატორიაში ექსპერტების მიერ გამართულ დაჩქარებულ 30-დღიან ტრენინგში მიიღებენ მონაწილეობას. სხვადასხვა მრავალფეროვანი აქტივობების პარალელურად ანჯელინა ჯოლი მეფუტკრეობაში გადამზადებას გეგმავს.