მარადონას სიკვდილში შვიდ ადამიანს წაუყენეს ბრალი

მარადონას სიკვდილში შვიდ ადამიანს წაუყენეს ბრალი

შვიდ პირს მარადონას სიკვდილში წაუყენეს ბრალი. მათ 8-დან 25 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - გვამცნობს Marca.

ქალაქ სან-ისიდროს გენერალურმა პროკურატურამ მოსამართლეს ასევე სთხოვა, რომ ეჭვმიტანილებმა არგენტინის ტერიტორია არ დატოვონ.

პროკურატურის განცხადებაში ნათქვაია, რომ სამედიცინო ბრიგადის მოქმედება, რომელიც მარადონას ჯანმრთელობაზე გახლდათ პასუხისმგებელი, არაადეკვატური, არასრულფასოვანი და გაუაზრებელი იყო, რამაც არგენტინელი გენიოსის მდგომარეობა, ფაქტობრივად, ბედის ანაბარა დატოვა.

შეგახსენებთ, რომ მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, 2020 წლის ნოემბერში, რაც გულის უკმარისობის შედეგად მოხდა. ექიმები ამბობენ, რომ დიეგოს ერთგვარი პათოლოგია ჰქონდა. მისი გული ზომით ორჯერ დიდი იყო ჩვეულებრივზე და ის გამოკვლევისათვის ლაბორატორიაში შეინახეს.