გოგა ბითაძემ „შარლოტთან“ ორმაგი დუბლი გააფორმა

გოგა ბითაძემ „შარლოტთან“ ორმაგი დუბლი გააფორმა

„ინდიანა პეისერსის“ ქართველმა კალათბურთელმა „შარლოტ ჰორნეტსთან“ მატჩში ორმაგი დუბლი გააფორმა.

მატჩი „ინდიანას“ გამარჯვებით დასრულდა (144:117), ბითაძემ კი 18:42 წუთში 14 ქულა, 10 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ნახევარფინალში „ინდიანა“ 21 მაისს „ვაშინგტონ უიზარდსს“ შეხვდება.