გოგა ბითაძის ბოლო თამაში რეგულარულ სეზონში,

გოგა ბითაძის ბოლო თამაში რეგულარულ სეზონში, "ინდიანა" პლეი-ოფისთვის "შარლოტთან" იბრძოლებს

ინდიანა პეისერსი NBA-ს პლეი-ოფში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს და რეგულარული სეზონის ბოლო შეხვედრაში „ტორონტო რეპტორსი“ დაამარცხა, რის შედეგადაც პლეი ინში გავიდა და „შარლოტ ჰორნეტსს“ დაუპირისპირდება.

გადამწყვეტი თამაში ინდიანაპოლისელებმა „ტორონტოს“ სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 125:113 მოუგეს. გოგა ბითაძემ პარკეტზე 11:06 წუთი გაატარა, ხსენებულ დროში კი 4 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა (3 შეტევაში). ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

„ინდიანაში“ საუკეთესოები დომანტას საბონისი 25 ქულით და 16 მოხსნით, ოშეი ბრიტისი 31 ქულით და 10 მოხსნით და ტი ჯეი მაკკონელი 12 ქულით და 17 პასით იყვნენ. სწორედ მათი შესანიშნავი გარჯით ინდიანაპოლისელებმა მომდევნო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვეს.

„პესიერსმა“ აღმოსავლეთ კონფერენციაში რეგულარული სეზონი 34 გამარჯვებით და 38 მარცხით მეცხრე ადგილზე დაასრულა და პლეი ინში მეათეადგილოსან „შარლოტ ჰორნეტსს“ შეხვდება.