ბრიტანული მუსიკალური მას-მედიის ინფორმაციით, წინა საუკუნის 90-იანი წლების ცნობილი ინგლისური ჯგუფი “East-17” მუსიკალური კარიერის განახლებას აპირებს.
ორი დღის წინ ჯგუფის წევრებმა პრეს-კონფერენცია ჩაატარეს და განაცხადეს, რომ რამდენიმე დღეში მორიგ მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაემგზავრებიან.
ჯგუფის ისტორიაში რიგით მე-14 სტუდიური ჩანაწერი “Dark Light”, გაყიდვაში გასული წლის 2 აპრილს გამოვიდა.
მუსიკოსების განცხადებით, მათ აქტიურ მუსიკალურ სამყაროში დაბრუნებაში გადამწყვეტი როლი ახლობლებმა შეასრულეს.
აღმოჩნდა, რომ ჯგუფის მონაწილეებთან “U2”-სა და “King Of Leon”-ის წევრები მეგობრობენ და”East-17”-ის გაერთიანებაში მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.
"East-17” ერთგულ თაყვანისმცემლებს გარკვეული ცვლილებებით უბრუნდება.
ვოკალისტი ბრაიან ჰარვის ადგილი ტონი მორტიმერმა დაიკავა. ჯერჯერობით უცნობია მომავალი კონცერტების ჩატარების ადგილი და თარიღი.