რამდენიმე დღის წინ ცნობილმა ბრიტანულმა ჯგუფმა “Duran Duran” ახალი ვიდეოკლიპის გადაღება დაასრულა.
“Duran Duran”-ის წევრები ამ ნამუშევრით კმაყოფილები დარჩნენ.
მათი მტკიცებით ყველაზე რთული გადაღების მიმდინარეობისას სამუშაო გრაფიკის შედგენა აღმოჩნდა მოდელებს, რეჟისორსა და თავად ჯგუფის წევრებს შორის.
ბრიტანული ჯგუფი “Duran Duran” 1978 წელს ჩამოყალიბდა ქალაქ ბირმინგემში.
მის თავდაპირველ შემადგენლობაში შედიოდნენ ვოკალისტი საიმონ ლე ბონი, კლავიშებზე დამკვრელი ნიკ როუდსი, გიტარისტი ენდი ტეილორი, ბას გიტარისტი ჯონ ტეილორი და მედოლე როჯერ ტეილორი (არ აგერიოთ “Queen”-ის სახელგანთქმულ მედოლესთან).
1986 წელს ჯგუფი ტრიოდ გადაკეთდა და მის რიგებს ენდი და როჯერ ტეილორები გამოაკლდათ, თუმცა 2001 წელს როჯერ ტეილორი “Duran Duran”-ს კვლავ დაუბრუნდა.
ჯგუფმა პოპულარობას წინა საუკუნის 80-იან წლებში მიაღწია, როდესაც სინგლებმა “The Reflex” და “A View To Kill” მსოფლიო აღიარება მოიპოვეს.
მუსიკალური კარიერის განმავლობაში ჯგუფმა 16 სტუდიური ჩანაწერი გამოუშვა. სადებიუტო ალბომი “Duran Duran” 1981 წელს გამოვიდა,
ბოლო ნამუშევარმა “All You Need Is Now” დღის სინათლე 2010 წელს იხილა.