მასიმილიანო ალეგრი

მასიმილიანო ალეგრი "რეალის" მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

მადრიდის „რეალი“ შესაძლოა მომდევნო სეზონიდან მასიმილიანო ალეგრიმ ჩაიბაროს. იტალიური მედიის ცნობით, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანის მემკვიდრედ იტალიელ სპეციალისტს მიიჩნევს.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ „სამეფო კლუბს“ ზინედინ ზიდანი დატოვებს, პერესი კი ალეგრის უკვე დაუკავშირდა და ფიქრობს, რომ კლუბი მაქსს ჩააბაროს, რომელოც 2019 წლიდან უმუშევარია.

აღსანიშნავია, რომ ალეგრი გუშინ ტურინის ერთ-ერთ ბარში შენიშნეს, სადაც ფაბიო გროსოსა და „იუვენტუსის“ მენეჯერ ფედერიკო კერუბინის შეხვდა, მაგრამ იტალიელი ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ ამ ეტაპზე ნაკლებ სავარაუდოა ალეგრის „იუვეში“ დაბრუნება და ესპანეთში მუშაობა გაცილებით რეალური ვარიანტია.

შეგახსენებთ, მასიმილიანო ალეგრი 2014-2019 წლებში „იუვენტუსში“ მუშაობდა, რომელსაც ხუთჯერ მოაგინა სკუდეტო, ორჯერ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. ალეგრის „რეალში“ 2018 წელსაც იწვევდნენ, მაგრამ მაშინ მან „იუვენტუსის“ დატოვებაზე უარი განაცხადა, ახლა კი მზადაა წინადადება მიიღოს და ორწლიანი პაუზის მერე სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნდეს.