ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი, 29 მაისს, „მანჩესტერ სიტისა“ და „ჩელსის“ შორის, ქალაქ პორტუში, „დრაგაუს“ სტადიონზე გაიმართება - გვამცნობს უეფას პრესსამსახური.
თავიდან ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრის ჩატარება სტამბოლის „ათათურქის“ სახელობის სტადიონზე იყო დაგეგმილი. მაგრამ თურქეთში კორონაპანდემიის მძაფრი აფეთქება მოხდა და უეფამ ალტერნატიული ქვეყნების ძებნა დაიწყო. სახელდებოდა ინგლისიც, მაგრამ საბოლოოდ პორტუგალია აირჩიეს.