გოგა ბითაძემ შედეგიანი მატჩი ჩაატარა -

გოგა ბითაძემ შედეგიანი მატჩი ჩაატარა - "პეისერსი" "მილუოკი ბაქსთან" დამარცხდა

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გოგა ბითაძის „ინდიანა“ პეისერსი“ „მილუოკი ბაქსს“ დაუპირისპირდა და 9 ქულიანი სხვაობით 133:142 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველი სამი პერიოდი წააგო, რამაც შედეგზე დიდი გავლენა იქონია და მიუხედავად იმისა, რომ მეოთხე პერიოდი იმარჯვეს, ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ მოახერხეს და ზედიზედ 2 მატჩიანი მოგებათა სერია დაასრულეს.

მარცხის მიუხედავად კარგი თამაში ჩაატარა ქართველმა ცენტრმა. გოგამ პარკეტზე 24 წუთი გაატარა, რა დროშიც 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. მან 3-დან 2 სამქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორქულიანი არ უსვრია. ბითაძემ 5 პერსონალური ფოლი მიიღო, მისი +- მაჩვენებელი კი 1 გამოდგა.

საოცარი თამაში ჩაატარა იანის ანტეტოკუნმპომ, რომელმაც 35 წუთში 40 ქულა, 15 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, „ინდიანადან“ კი ყველაზე მეტი - 26 ქულა ჯასტინ ჰოლიდეიმ ჩააგდო, 32 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 5 მოხსნა, 5 პასი და 1 დაფარებაც შესძინა.

„პეისერსს“ 33 გამარჯვების საწინააღმდეგოდ 37 მარცხი დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 15 მაისს „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.