მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა „გრანადასთან“ (4:1) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა და ჩემპიონობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.
„ვაგრძელებთ ჩვენი საქმის შესრულებას. სეზონის დასრულებამდე კიდევ ორი მატჩია დარჩენილი და ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემი გუნდის თამაშში ყველაფერი მომეწონა. არა მხოლოდ გოლები, არამედ დაცვაში თამაშიც. თითქმის შესანიშნავად ვითამაშეთ. როდესაც ანგარიში 2:1 გახდა, არათუ ტემპი არ დავაგდეთ, არამედ, მაშინვე გავიტანეთ გოლები. ეს აჩვენებს, როგორი ხასიათი აქვს გუნდს.
კარგი გუნდის წინააღმდეგ რთულ სტადიონზე გავიმარჯვეთ. მარსელოსთან კონფლიქტი მაქვს? არა. მას გარკვეული პრობემლები აქვს და ამიტომ არ იყო ჩვენთან ერთად. სულ ეს არის“, - თქვა ზიდანმა.
შეგახსენებთ, რომ „რეალი“ სეზონის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ატლეტიკოს“ ორი ქულით ჩამორჩება.