ნაცუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღე წარმატებული გამოდგა ქართველი სუმოისტისთვის. ლევან გორგაძე მე-9 მაეგაშირა კაგაიაკს დაუპირისპირდა და მეტოქეს იორიკირის ილეთით აჯობა.
ეს ტოჩისა და კაგაიაკის მე-8 დაპირისპირება იყო და ჩვენებურმა ურთიერთშეხვედრებში მოგება-წაგების ბალანსი კიდევ უფრო გაზარდა. მას 7 გამარჯვების წილ მხოლოდ 1 მარცხი აქვს.
ქართველი სუმოისტი მიმდინარე ბაშოზე ოპტიმალურ ფორმაში არ არის და 4 ორთაბრძოლა უკვე დათმო. იმისთვის, რომ ლევანმა გაზაფხულის ბოლო სუპერტურნირი დადებითი ბალანსით დაასრულოს, დარჩენილი 9 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6 უნდა მოიგოს.
ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე კი მე-8 მაეგაშირა ენდო იქნება, რომელსაც აქამდე 16-ჯერ შეხვდა და 9 შეხვედრა თავის გამარჯვებით დაასრულა - 7-ში კი დამარცხდა.