სანდრა ბალოკი ყველაფერში პირველია

სანდრა ბალოკი ყველაფერში პირველია

ცნობილმა ამერიკულმა ჟურნალმა –  People, რომელიც ყოველწლიურად “წლის ქალის“ ნომინანტებს ასახელებს, ამერიკელი მსახიობი სანდრა ბალოკი "წლის ქალად" უკვე დაასახელა. ამას გარდა, ბალოკი 2010 წლის ყველაზე საინტერესო პიროვნებების ათეულშიც პირველ ადგილზე მოხვდა.

 

People-მა სტატიაში აღნიშნა, რომ 2010 წელი 46 წლის მსახიობისთვის საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა. მან პირველად მიიღო ამერიკის კინოაკადემიის პრემია "ოსკარი“ ფილმში “უხილავი მხარე“ შესრულებული როლისთვის. თუმცა კარიერული წარმატების ფონზე მსახიობი მეუღლეს ღალატის გამო გაშორდა და მარტოხელა დედა გახდა.

 

მთელი წლის განმავლობაში სანდრამ დაახლოებით  56 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ჟურნალ Forbes-ის სიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობიც გახდა. ასე რომ, სანდრა ბალოს თამამად შეგვიძლია წლის ყველაზე პოპულარული და ცნობილი ქალი ვუწოდოთ, რადგან, ფაქტობრივად არ არსებობს ნომინაცია, სადაც მას არ ეპირველოს.