„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ჟურნელისტებს ზაფხულის ტრანსფერების შესახებ ესაუბრა.
„ბაზარი ამ ზაფხულს უცნაური იქნება. ბევრი მესმის დიდი ფულის, ხმაურიანი გადასვლების შესახებ, საუბრობენ მბაპესა და ჰოლანდის ტრანსფერებზე. მაგრამ არ მგონია ისინი შედგეს. საფეხბურთო სამყარო დღეს ის აღარ არის, რაც ადრე იყო.
რაც შეეხება „ლივერპულს,“ ტრავმირებულების დაბრუნება უკვე გაგვაძლიერებს. ზუსტად არ ვიცით ეს როდის მოხდება, მაგრამ ფატია, მალე შემოგვიერთდებიან. რა იქნება მომავალში, ვნახავთ.
თუ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მოვხვდით, ცუდია. თუმცა, შანსი ჯერ კიდევ გვაქვს.“ - ციტირებს გერმანელი სპეციალისტის სიტყვებს Goal.