სტამბოლის „ათათურქის“ სახელობის სტადიონს, შესაძლოა, 2023 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის ჩატარების უფლება დართონ.
ცნობილი ჟურნალისტი, ნიკოლო სკირა, ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას, ტურნირის 2021 წლის ფინალის სტამბოლიდან პორტუში გადატანასთან ერთად გამოაცხადებენ.
მოგეხსენებათ, წლევანდელ ფინალში ერთმანეთს ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ და „ჩელსი“ ხვდებიან. ინგლისის მთავრობამ კი თურქეთი კორონაპანდემიის მიზეზით, წითელ ზონად გამოაცხადა. ამიტომ ითხოვენ შეხვედრის სხვა ქვეყანაში ჩატარებას.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ლიგის გადამწყვეტი მატჩი შარშანაც უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ასევე პანდემიის გამო, ლისაბონში გადაიტანეს.