კიმ კარდაშიანის მორიგი ექსპერიმენტი გაღიავებული წარბებითა და ქერა თმით

კიმ კარდაშიანის მორიგი ექსპერიმენტი გაღიავებული წარბებითა და ქერა თმით

კარდაშიანების კლანის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი, მოდისა და სილამაზის ბრენდების, მათ შორის KKW Beauty, KKW Fragrance და SKIMS-ის დამფუძნებელი კიმ კარდაშიანი სოციალურ ქსელში უახლეს ფოტოებს აქვეყნებს.

რეალითი შოუს ვარსკვლავმა მოდური ექსპერიმენტი ჩაატარა და გამომწერების წინაშე მისთვის უცხო იმიჯით წარსდგა.

კიმმა ფოტო და ვიდეო მასალების გამოქვეყნების შემდეგ მისი იმიჯით დაინტერესებულ საზოგადოებას მიმართა და ამცნო, რომ ექსპერიმენტის დასრულებისთანავე თმაც და წარბებიც ორივე კვლავ ყავისფრად შეიღება.