VTB ლიგაში პლეი-ოფი დაიწყო, რომლის პირველ წრეში მოსკოვის ცსკა-მ „ნიჟნი ნოვგოროდს“ უმასპინძლა და ძალიან იოლად, 84:59 დაამარცხა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე ზუსტად 20 წუთი გაატარა და ხსენებულ დროში 10 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი მიითვალა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი ააცილა.
ცსკა-ში საუკეთესო იოჰანეს ვოიტმანი იყო, რომელმაც საკუთარ გუნდს 13 ქულა, 10 მოხსნა და 5 პასი შესძინა, რითაც გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.
აქვე გეტყვით, რომ სერია ორ მოგებამდეა და მომდევნო შეხვედრა 13 მაისს გაიმართება.