რუსეთის მარადიული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მუდმივად ცდილობს სპორტთან გადაიკვეთოს და ხან ძიუდოისტის, ხან ავტომრბოლელის და ხან მოცურავის ამპლუაში წარმოგვიდგება ხოლმე. ცნობილმა დიქტატორმა და საზოგადო მოღვაწემ ორი დღის წინ საკუთარი ძალები ჰოკეიშიც გამოსცადა.
რუსეთში გამართულ “ღამის ჰოკეის“ სამოყვარულო ლიგაში პუტინი “ჰოკეის ლეგენდების“ გუნდში თამოშობდა და ჰოი საკვირველებავ! შეხვედრის ბომბარდირი და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. პუტინის გუნდმა შეხვედრა 13:9 მოიგო და ამ 13-დან 8 გოლი ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა გაიტანა.
რუსეთის პრეზიდენტსა და პუტინისტებს ცხადია არად უღირთ ის ფაქტი, რომ აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას რუსული ჰოკეის ლეგენდები იღებდნენ და პუტინის მიერ 8 შაიბის გატანა მხოლოდ ირონიას იმსახურებს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დიქტატურა კომიკურ ხასითს იღებს და ამას სპორტში სრულიად ჩაუხედავი ხალხიც კი მიხვდება.