მაისის ბაშოს მეოთხე დღეს, ტოჩინოშინი მე-6 მაეგაშირა ჰიდენოუმთან დამარცხდა. მანამდე ტოჩინოშინი მას მარტის ბაშოზე შეხვდა და მაშინ ლევან გორგაძემ იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.
4 დღის შემდეგ ტოჩინოშინს ერთი მოგება და სამი წაგება აქვს. ბაშოს მე-5 დღეს ლევან გორგაძე მე-5 მაეგაშირა ონოშოს ხვდება. ისინი აქამდე ორჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მოგება-წაგების ბალანსი თანაბარია – 1:1.