ძეხვის ისტორია
ძეხვი ცნობილია უძველესი დროიდან. ამ პროდუქტის შესახებ პირველი წერილობითი ცნობები ფიქსირდება ჩვ. წ. აღ-მდე არსებულ ჩინურ და ბაბილონურ წყაროებში. ასევე, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ანტიკურ საბერძნეთსა და რომში. ძეხვის აღწერილობას ვხვდებით მაგალითად, ჰომეროსის „ოდისეაში“, ციცერონის რამდენიმე ნაშრომში.